ეს არის უადგილო და პოლიტიზირებული — კაპანაძე აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემის გამოძიებაზე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის უკანონოდ გადაცემასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არის "ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული".
"არავის არ სჯერა, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უცბად რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გახეთქა თავდაცვის სამინისტრომ და სუსმა, საქმე რომელიც თურმე ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემას მეზობელის ქვეყნისათვის", — განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ამ საქმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამავდროულად, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
"ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესზე, თვითონ დავით გარეჯის საკითხზე. ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომლისთვისაც თავის ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები.“", — აღნიშნა კაპანაძემ.
29 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად 2020 წლის 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა.
"თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 9 სექტემბერს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კარტოგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით პირი გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციასა და ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე ისაუბრეს. დელიმიტაცია გულისხმობს მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის საზღვრის ხაზის განსაზღვრას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში და გრაფიკულად არის გამოსახული თანდართულ რუკაზე
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები