როგორი გახდება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ
პანდემიაში ცხოვრებისას ბევრ რამეს შევეგუეთ და აქამდე წარმოუდგენელი წესებიც ნორმად ვაქციეთ, თუმცა, მოგზაურობის გარეშე მომავლის წარმოდგენა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა.
"მოგზაურობა ყოველდღიურობის დავიწყების და კომფორტის ზონის დატოვების საუკეთესო საშუალება", — ამბობს ლოს-ანჯელესელი ფსიქოლოგი სეთ მეიერსი.
გასამხნევებლად შეგვიძლია იმაზე ვიფიქროთ, რომ მალე ისევ დავჯავშნით სასტუმროებსა თუ Airbnb-ს, ისევ დავზოგავთ ფულს ბილეთისთვის, ისევ ჩამოვწერთ იმ მეგობრების სიას, ვისთვისაც სუვენირებს ვიყიდით და ისევ გამოვივლით დაუვიწყარ თავგადასავლებს.
ვეცადეთ წარმოგვედგინა, როგორი გახდებოდა მოგზაურობა პანდემიის შემდეგ და რამდენიმე სავარაუდო სცენარი მოვიფიქრეთ:
1. წავალთ იქ, სადაც გული ყოველთვის მიგვიწევდა
შეიძლება მთელი ცხოვრება პარიზში წასვლაზე ოცნებობ, მაგრამ მეგობრები ბერლინში მიგარბენინებენ. და თუ აქამდე უსიტყვოდ გადადებდი საოცნებო ქალაქის მონახულების გეგმებს, ახლა გეცოდინება, რომ საკუთარი სურვილების უკანა პლანზე გადაწევა არც ისე პრაქტიკულია.
მოგზაურობის აღდგენის შემდეგ კი, პირველი, ალბათ, სწორედ ამ "გადადებულ" ადგილებს მოვინახულებთ.
2. ჩემოდანში საძილე ნიღბის გვერდით პირბადეების ადგილი გამოთავისუფლდება
თუ აქამდე მგზავრობისთვის საძილე, ე.წ. თვალის ნიღბებს ვატარებდით, ახლა მათ გვერდით აუცილებლად მოთავსდება სხვადასხვა ქალაქისთვის წინასწარ განკუთვნილი პირბადეების ნაკრები, რომლებსაც მოგზაურობის დროს გამოიცვლი და ალბათ, ტანსაცმელსაც შეუხამებ.
3. აეროპორტები სისუფთავისგან იწკრიალებს
ყველა კუთხეში განთავსებულ სადეზინფექციო ხსნართან ერთად, აეროპორტები ალბათ კიდევ უფრო სუფთა გახდება და უსაფრთხოების შემოწმების დროს არც ფეხშიშველი გავლისას იგრძნობ დისკომფორტს.
4. ციფრულ Check-in-ს უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს
თუ აქამდე ყველა გრძელ რიგში იდგა ჩასხდომის ბარათის მისაღებად, ამიერიდან შეგვიძლია, უფრო მეტმა ადამიანმა ვისწავლოთ 24 საათით ადრე მისი ციფრული ვერსიის მიღება. ეს ადამიანებთან ახლო კომუნიკაციასაც აგვარიდებს და დროსთან ერთად, ეკოლოგიის სასარგებლოდ, ფურცელსაც დაგვაზოგინებს.
5. სამოგზაურო დაზღვევას უფრო დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ
თუ აქამდე სამოგზაურო დაზღვევას მხოლოდ იმიტომ ვიღებდით, რომ ვალდებულები ვიყავით, პანდემიამ გვასწავლა, რომ არც ისე რეალისტები ვყოფილვართ — ჩვენს კარგად ყოფნას საკმარისად არ ვაფასებდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ არაფერი დაგვემუქრებოდა.
ამიერიდან დაზღვევის პაკეტებს უფრო ყურადღებით გავეცნობით და მისთვის განკუთვნილ ბიუჯეტსაც არ მივიჩნევთ უმნიშვნელოდ.
6. ფოტოების გადაღებისას ხედზე აღარ ვიწუწუნებთ
მოგზაურები ხშირად წუწუნებდნენ, რომ ღირსშესანიშნაობებთან ბევრი ტურისტი ხვდებოდათ და მათი ფოტო არასდროს გამოდიოდა ისეთი კარგი, როგორც ინტერნეტში და ინსტაგრამ მოდელების ანგარიშებზე ჩანდა.
მოგზაურობის აღდგენის მიუხედავად, ღირსშესანიშნაობებს იმდენი ტურისტი თავდაპირველად არ მიაწყდება, მით უმეტეს, სავარაუდოდ, დაცული იქნება სოციალური დისტანციის ნორმები. ასე რომ, მონა ლიზასთან უფრო ახლოსაც მიხვალთ და კარლის ხიდზეც ბევრად უფრო იდუმალ კადრებს გადაიღებთ, ვიდრე აქამდე უამრავი ტურისტის გარემოცვაში იყო შესაძლებელი.
7. ბილეთის დაჯავშნისას დამატებით უპირატესობებზე უარს აღარ ვიტყვით
ბილეთის დაჯავშნის დროს უფრო ყურადღებით გავეცნობით იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც აქამდე მნიშვნელობას არ ვანიჭებდით. აღიარეთ, არასდროს მოგინიშნავთ ის პუნქტი, რომელიც სასურველი ადგილის არჩევის სანაცვლოდ ზედმეტის გადახდას გთავაზობდათ. ამიერიდან, ხალმხრავლობის ასარიდებლად, არც პრიორიტეტულ ჩასხდომაზე ვიტყვით უარს და ბილეთის დაზღვევასაც უფრო წინდახედულ ნაბიჯად ჩავთვლით.
8. კერძო მანქანებს უფრო ხშირად ვიქირავებთ
აქამდე, სამოგზაუროდ კერძო მანქანის ქირაობა თუ ზედმეტი თავისტიკივილი ან გადაჭარბებული ხარჯი გეჩვენებოდათ, ამჯერად სასარგებლო გამოსავლად დაგესახებათ. მისი დახმარებით თავიდან აირიდებთ საჯარო ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებს.
9. შვებულებები უფრო დიდხანს გაგრძელდება
ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ. დისტანციური მუშაობა დამსაქმებლებისთვის საშიშროებას, წესით, აღარ წარმოადგენს, რადგან მათ უკვე იციან საკუთარი თანამშრომლების შესაძლებლობები სახლიდან მუშაობაზე. ასე რომ, თუ ევროპის რომელიმე ქალაქში ერთ კვირაზე მეტი ხნით გეგმავ დარჩენას და შენი შვებულების დღეები იწურება, შეგიძლია მენეჯერს დისტანციურად მუშაობაზე შეუთანხმდე და თავისუფალი საღამოები საყვარელ ქალაქში გაატარო.
10. მეტი მომენტით ტკბობა და ნაკლები სოციალური ქსელები!
მგონი, თვითიზოლაციაში ყოფნისას — მაშინ, როცა კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტით შეგვეძლო — ყველა მივხვდით, თუ რამდენად ძვირფასი და ჩაუნაცვლებელია ნამდვილი, პირისიპირ ურთიერთობები.
ასევეა მოგზაურობასა და მოგონებებზე — ნამდვილ ამბებს ფოტოებზე უკეთ ჩვენ ვყვებით, როცა მეგობრებთან საუკეთესო მოგონებებს ვიხსენებთ. ასე რომ, სრულიად მოსალოდნელია, რომ მოგზაურობის დასრულების შემდეგ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე 5-6 პოსტი, ხოლო ფოტოების ბიბლიოთეკაში 1000-ზე ნაკლები ახალი ფოტო და ვიდეო გქონდეს.
თუ მოგზაურობას გადაწყვეტ, ისიც გაითვალისიწნე, რომ თიბისი დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევის მეტ კომფორტსა და განახლებულ პირობებს გთავაზობს.
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდე: ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედებს.
გაიგე მეტი ახალი პირობების შესახებ თიბისი დაზღვევის ვებგვერდიდან.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები