Pixar-ის წლის მოვლენა, Soul, კინოთეატრების ნაცვლად Disney+-ზე გამოვა
პიქსარის ახალი ანიმაცია, Soul, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის, კინოთეატრების ნაცვლად ექსკლუზიურად გამოვა დისნეი პლუსზე. წლის მოვლენად შეფასებული ანიმაცია სტრიმინგ სერვისზე შობას, 25 დეკემბერს გამოჩნდება. იმ ქვეყნებში, სადაც პლატფორმა ხელმისაწვდომი არაა, კვლავ განიხილება მისი დიდ ეკრანებზე გაშვება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
Soul-ის პრემიერა 2020 წლის ივნისში იყო დაგეგმილი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოგვიანებით მის გამოსვლის თარიღად 20 ნოემბერი შეირჩა, თუმცა იგივე მიზეზით გადაიდო ისიც.
2020 წელს დაგეგმილ პრემიერებს შორის Soul ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ანიმაციად ითვლება. მის შექმნაზე Disney და Pixar მუშაობდნენ, რაც ანიმაციების მოყვარულებს თავიდანვე აძლევს იმის გარანტს, რომ მომავალი სანახაობისგან იმედგაცრუებას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდნენ.
ახალი ანიმაციის სიუჟეტური ხაზი მთლიანად ადამიანის იდენტობის ირგვლივაა აგებული. ისტორიის მთავარი გმირი სკოლის მასწავლებელი ჯო გარდნერია, რომლის ოცნებაც ჯაზის ვარსკვლავად ქცევაა, თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელი შემთხვევის გამო მთლიანად იცვლება.
"შენი ძვირფასი დრო იმისთვის გამოიყენე, რომ საკუთარი თავი — შენი ბრწყინვალე, ცეცხლოვანი შინაგანი სამყარო ბოლომდე გამოხატო და ამ სამყაროს რაღაც ღირებული შესძინო. მოემზადე, შენი ცხოვრება იწყება", — ამბობს ჯო გარდნერი ტრეილერში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს Pixar-ის პირველი ანიმაცია იქნება, რომლის მთავარი გმირიც შავკანიანია.
Soul-ის რეჟისორი პიტ დოქტერია, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი ანიმაციები შეუქმნია, როგორებიცაა Up და Inside Out: ორივე პროექტი სხვადასხვა დროს ოსკარების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ანიმაციად დასახელდა.
დისნეისა და პიქსარის ურთიერთთანამშრომლობით ბოლო წლებში შექმნილი ისეთი ანიმაციები, როგორებიცაა Coco და Toy Story 4, ოსკარების ტრიუმფატორი პროექტები აღმოჩნდა, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი წლის დაჯილდოებაზეც ამერიკის კინოაკადემიის ფავორიტი სწორედ ამ კომპანიების წარმოებული პროექტები გახდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები