სასამართლო სისტემის რეფორმის დამკვიდრებული ხედვა შესაცვლელია — საია და EMC
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებენ, რომ სასამარათლო სისტემის რეფორმის დამკვიდრებული ხედვა შესაცვლელია.
მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან თავად ითხოვა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროექტის შეფასება ვენეციის კომისიისგან, თუმცა იგი დასკვნას არ დაელოდა და პროექტი 30 სექტემბერს დაამტკიცა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, საკანონმდებლო ორგანოს ეს ნაჩქარევი ნაბიჯი უაყოფითად შეაფასეს როგორც თავად ვენეციის კომისიამ ასევე, ევროკავშირმა და საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
მათი თქმით, გარდა ფორსირებული პროცესისა, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა, ასევე, ქართული სასამართლო სისტემა.
"ხაზი გაუსვეს აქ არსებულ არაორდინალურ მდგომარეობას და პრობლემების სიმწვავეს. თქვა, რომ ქვეყნის სიტუაცია განსაკუთრებულია. დასკვნაში ასევე ღიად არის აღნიშნული, რომ წარსული კონტექსტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება", — აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე განცხადებით, ასეთი მკვეთრი შეფასებები აძლიერებს ქვეყნის შიგნით არსებულ კრიტიკას მართლმსაჯულების რეფორმის არჩეული გზის მიმართ. ეს კი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აყენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას.
"სამწუხაროა, რომ ამგვარი სიტუაციის მიუხედავად, სასამართლოს რეფორმის მეინსტრიმული ხედვა კვლავ ერთეული საკანონმდებლო მოდიფიცირებებით ცდილობს შექმნას პროგრესის განცდა. პროცედურების (გადაწყვეტილების დასაბუთება, კენჭისყრის ფარულობა და ა.შ.) შეცვლითვითარების გამოსწორების მცდელობებს მხოლოდ არსებული წესრიგისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის მინიჭების რესურსი თუ აქვს. ამ დროს კი, კლანური მმართველობის მარწუხებში მოქცეული ქართული მართლმსაჯულება მოქალაქეებს უარს ეუბნება უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების სათანადოდ უზრუნველყოფაზე. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები სიტუაციის გამოსასწორებლად მკაფიო არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, რაც ძალაუფლების განაწილების ახალ და სამართლიან ლოგიკას შექმნის", — წერია განცხადებაში.
ისინი თვლიან, რომ უმრავლესობის პრინციპზე (მაჟორტარიზმზე) დამყარებული მართვის სისტემის ეფექტიანობა მხოლოდ უსამართლობის გამრავლებას და არსებული ძალაუფლების ცენტრების გაძლიერებას ემსახურება. ამიტომ, გამოსავალს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ, კონსენსუსზე ორიენტირებულ მექანიზმებზე გადაწყობაში ხედავენ.
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს 30 სექტემბერს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, კომისია მიიჩნევს, საბჭოს წევრების შეფასებების იდენტიფიცირება საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფს და საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გააძლიერებს.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კანდიდატების შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვინაობა გამჟღავნდება და გამჟღავნების შემთხვევაში, წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრება. აქვე, კომისია აღნიშნავს, რომ კანონში ეს ცვლილება ასახულია მითითების გარეშე — პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი იქნება თუ სხვა. აქვე, ნათქვამია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი პრეტენზიას გამოთქვამს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და მომჩივარს მიეწოდება ეს ინფორმაცია, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
დასკვნის მიხედვით, ვენეციის კომისიამ ფარული კენჭისყრის გაუქმებაზე გასცა რეკომენდაცია პარლამენტში საუკეთესო კანდიდატების წარდგენისთვის. ამასთან, მათი რეკომენდაციით, ინფორმაცია კანდიდატების კვალიფიკაციის, კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების შესახებ, ასევე, ღია უნდა იყოს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები