იაგო კაჭკაჭიშვილი თსუ-ს, რექტორსა და ეთიკის კომისიას სასამართლოში უჩივის
თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაშივილმა უნივერსიტეტს, რექტორსა და ეთიკის კომისიის წევრებს სასამართლოში უჩივლა. როგორც კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, სასამართლომ საქმე წარმოებაში უკვე მიიღო.
მიმდინარე წლის ივლისში იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტში შექმნილმა ეთიკის კომისიამ, თავისივე დისერტაციის გამო, მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
როგორც კაჭკაჭიშვილის ინტერესების დამცველმა, საიას იურისტმა, დავით ლომთაძე განმარტა, დავის საგანია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, შევიწროების დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით.
ლომთაძე On.ge-სთან ამბობს, რომ ეთიკის კომისიამ უსაფუძვლოდ და არგუმენტაციის გარეშე დაასკვნა, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომში თვითპლაგიატისა და კომპილაციის ნიშნები შეინიშნებოდა.
"ეს დასკვნა შემდეგ გადაგზავნეს აკადემიურ საბჭოში, შესაბამისად გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია. ამის გარდა ეს თავად პროცესი, რაც ჩვენთვის სადაო, ეს ყველაფერი ემსახურებოდა რექტორის მხრიდან განხორციელებულ შევიწროებას, იგივე დისკრიმინაციას", — აღნიშნა ადვოკატმა.
თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატზე საგამოძიებო ფილმი თავისუფლების მონიტორმა მოამზადა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელად გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს.
გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ მის ნაშრომში პლაგიატი არაა და გავრცელებული ინფორმაცია უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა.
ამის შემდეგ პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება ბროშურის ("სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები", ი.კ) ძირითადი ტექსტი. წერილის მიხედვით ეს ტექსტი ნაშრომის 34%-ს შეადგენს.
თსუ-ში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა რექტორმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა წყაროების მითითების სხვა სტანდარტი არსებობდა და არ აპირებენ ამ საკითხით ხელახლა დაინტერესდნენ. ამას გარდა, უნივერსიტეტში აცხადებენ, დისერტაციის ავტორი ტექსტში მადლობას უხდის იმ ჯგუფს, ვინც ტექსტის სადავო ნაწილზე იმუშავა.
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
კომენტარები