ბონდიანას ახალი აგენტი 007 ლაშანა ლინჩის პერსონაჟი გახდება
ლაშანა ლინჩმა, რომელიც No Time To Die-ში ნომის როლს ასრულებს, დაადასტურა, რომ ის ჯეიმს ბონდისგან აგენტი 007-ის ტიტულს გადაიბარებს.
ლინჩი ბონდის 25-ე ოფიციალურ ფილმში გამოჩნდება, რომლის პრემიერაც 2021 წლის აპრილისთვისაა დაგეგმილი მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. ფილმში ლინჩი სრულიად ახალი პერსონაჟის, ნომის, როლს შეასრულებს. No Time To Die-ში დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს მეხუთედ და უკანასკნელად მოირგებს და კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველა საკულტო პერსონაჟის 15-წლიანი განსახიერების შემდეგ ამ პოსტს დატოვებს.
კერი ფუკუნაგას გადაღებულ No Time To Die-ში აგრეთვე მონაწილეობენ რამი მალეკი საფინის როლში — იდუმალი ბოროტმოქმედის, რომლის სახეც ნაიარავებითაა მოპირკეთებული — და ანა დე არმასი პალომას როლში — CIA-ს აგენტისა და ბონდის გოგოს, რომელსაც მსახიობი ძლიერსა და რეალისტურს უწოდებს. ფილმში აგრეთვე გამოჩნდებიან ლეა სეიდუ და კრისტოფ ვალცი, რომლებიც Spectre-ში შესრულებულ როლებს დაუბრუნდებიან, დრ. მედელინ სუონსა და ბლოფელდს, შესაბამისად.
ჯერ კიდევ 2019 წელს არსებობდა ჭორები, რომ ლინჩი ახალი აგენტი 007-ის როლს შეასრულებდა, თუმცა ახლა Harper's Bazaar-მა ეს უკვე დაადასტურა და თქვა, რომ ნომიმ ფილმების სამყაროში ჯეიმს ბონდი ჩაანაცვლა ამ უკანასკნელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დასრულების შემდეგ.
ლინჩმა ფაქტის დადასტურებასთან ერთად იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ამ როლის მიღება. ის ამბობს, რომ მართალია, სოციალურ ქსელში მასზე შემოტევები ძალიან მტკივნეულია, რის გამოც დროებით გაუქმებულიც ჰქონდა ანგარიში, თუმცა მას ესმის, რომ ეს შემოტევები პირადად მას არ მიემართებოდა და შავკანიანი ქალისთვის აგენტი 007-ის მოსასხამის მორგება ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი ადამიანი:
მე ერთი შავკანიანი ქალი ვარ — რომელიმე სხვა შავკანიანი ქალი რომ დაემტკიცებინათ როლზე, ზუსტად იგივე მოხდებოდა და მას იმავენაირად შეუტევდნენ და შეურაცხყოფდნენ. უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა შევახსენო, რომ ამაზე საუბარი მიდის და რომ რაღაც ისეთის ნაწილი ვარ, რაც ძალიან, ძალიან რევოლუციური იქნება.
ლინჩის ახალ 007-ად დადასტურება თანაეხვედრება იმას, რაც No Time To Die-ის ბოლო ტრეილერში ვნახეთ, რომელშიც ნომი კრეიგის ბონდის პერსონაჟის თანასწორია და მასთან ერთად მიდის მთავარ მისიაზე. რამდენად კარგად მოირგებს ლინჩის პერსონაჟი ახალ ტიტულს, სრულიად სხვა საკითხია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ტრეილერში იმაზეც იყო მინიშნებები, რომ ბონდს სხვა პერსონაჟი უღალატებს, რომელიც, შესაძლოა, ნომი აღმოჩნდეს, თუკი მოღალატე მედელინ სუონი ან პალომა არ იყო, როგორც უფრო მოსალოდნელია.
მიუხედავად ამისა, ძალიან აღმაფრთოვანებელია ის აზრი, რომ No Time To Die ბონდის ისეთი ფილმი იქნება, რომელშიც საიდუმლო აგენტი მხოლოდ მთავარ ბოროტმოქმედს კი არა, თავის მეწყვილე აგენტსაც დაუპირისპირდება, რომელიც მასავით მარჯვეა და რომელმაც, შესაძლოა, დაამტკიცოს, რომ 007-ის იმაზე უკეთესი ვერსია იქნება, ვიდრე კრეიგის ბონდი ოდესმე ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ლინჩი პერსონაჟს ღირსეულად განასახიერებს, და, პასუხისმგებლობაზე ნათქვამ მის კომენტარს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ასეც იქნება.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები