10 არც ისე ტიტანური იდეა, სახლში ყოფნამ რომ არ გაგვარეკინოს
კიდევ ერთხელ (და იმედია უკანასკნელად) დადგა ჩვენს ცხოვრებაში ის დრო, როცა ღამით სახლში გამოკეტვა მოგვიწევს. როგორც მთავრობა ამბობს, ზარს, რომელიც ყოველ ღამით მოულოდნელად ჩამოჰკრავს, კომენდანტის საათი არ უნდა ვუწოდოთ, თუმცა ფაქტია, რომ სახლიდან გასვლის კიდევ ერთი აკრძალვა ცუდად იმოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, სახლის ზღურბლიდან ფეხის გადგმა კი — ფინანსებზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვა. ფსიქიკურ ჯანმრთელობას აბი გლუკოზას იმედად ვერ დავტოვებთ, ღამის 10-დან დილის 5-მდე გარეთ გასვლა კი 2000-ლარიან ჯარიმას უდრის.
იმისთვის, რომ ეს პერიოდი მარტივად გადავაგოროთ და შერეკილების სიაში არ ჩავეწეროთ, თვითიზოლაციაში მოფიქრებულ არცთუ ისე ტიტანურ იდეებს გაგიზიარებ და შენგანაც მოვისმენ რჩევებს.
1. აწარმოე ფოტოდღიურები
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ფოტოების გადაღება ჩვენ გარშემო სამყაროს შეუმჩნეველი ნაწილების აღმოჩენასა და მათზე დაკვირვებაში გვეხმარებოდა. ეს პროცესი კი გვავითარებდა და დადებითად აისახებოდა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეგიძლია უჯრიდან ძველი ფოტოაპარატი ამოიღო, ან მობილური მოიმარჯვო და სახლის იმ კუთხეებს დაუყვე, რომელსაც აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდი. აუცილებელი არაა ფოტოები საჯაროდ გამოაქვეყნო, თუმცა ესეც არ იქნება პრობლემა. საბოლოოდ, ფოტოდღიურების წარმოება დღის საინტერესოდ წარმართვაში დაგეხმარება.
2. იმოძრავე... შეძლებისდაგვარად
სანამ ჯერ კიდევ თავისუფლების საათებია, გაიქეცი მაღაზიაში და პარალონი შეიძინე. სახლში დაბრუნებული კი YouTube-ის სავარჯიშო ვიდეოებს ჩაუჯექი, ან გადმოწერე აპლიკაციები (ეს ან ეს). ვარჯიში განწყობაზეც მშვენივრად მოქმედებს და დროის ნაყოფიერად გასვლაშიც დაგეხმარება.
3. გამართე ონლაინ თამაშები
შემოიკრიბე მეგობრები და საღამოს ერთად ითამაშეთ ონლაინ თამაშები. მაგალითად, თუ The Queen's Gambit-ის ნახვის მერე დიდ ემოციებში ხარ, შეგიძლია ჭადრაკში შეეჯიბრო და გონება გაივარჯიშო, ან უბრალოდ ყველაზე პოპულარული მობილური თამაშით, Among Us-ით გაერთო.
4. მოაწყვე კინოთეატრი სახლში
თუ კინოთეატრებში ვერ მივდივართ, სახლში მოვიტანოთ. გადაავლე თვალი ონლაინ მაღაზიებს და აუცილებლად იპოვი პროექტორს, რომელიც ცოტათი მაინც შეგიქმნის დაკეტილი კინოთეატრების ილუზიას.
ან სულაც ფერადი სანათი შეარჩიე, რომელიც შენს ოთახს ახალ განზომილებად აქცევს. თუ სასიამოვნო მუსიკასაც დაურთავ, ღამით ვერტიკალური და თან ბრუნვადი ძილი გარანტირებული გაქვს.
5. დახვეწე კალიგრაფია
ბევრს კალამისა და თავისუფალი ფურცლის მოძიება მარტო მაშინ გვჭირდება, როცა მეგობრებთან ერთად ჯოკრის თამაშს გადავწყვეტთ. იპოვე კალამი და ფურცელი უჯრის კუნჭულში და ხელწერაში გაივარჯიშე. რა იცი, როდის დაგჭირდება ავტოგრაფების დარიგება?
6. ჩამოწერე სია
ცხოვრების ძველით ნორმალურ ტემპში, სულ გეგონა, რომ დრო არაფერში გყოფნიდა და გეგმების დაწყობას ვერ მოასწრებდი. ამ მიდგომებით ვერ გავფრინდებით, მეგობარო. ჩამოწერე სია, რას გააკეთებდი ახლა, სახლში რომ არ იყო ან უფრო შორეულ გეგმებსაც მიადექი. მაგ:
- წავიდოდი მეგობართან;
- ვისეირნებდი გარეთ;
- დავგეგმავდი მოგზაურობას;
- შევიყვარებდი ნამეტნავად;
- საინსტაგრამე ადგილებში ფოტოებს გადავიღებდი და ა.შ.
ამათი ნაწილი მეორე დილითვე შეგიძლია შეასრულო, ან უბრალოდ უკეთ გაერკვე, რა გინდა. თვითიზოლაციიდან გასვლის შემდეგ, ზუსტად გეცოდინება ზურგის ქარი საით წაგიყვანს. თან, წინასწარ დაგეგმილი საქმე უკვე ნახევრად გაკეთებულს უდრის. სხვა თუ არაფერი, გონებას შეცნობილი აუცილებლობისაკენ მიმართავ.
7. უყურე აი იმ ფილმს
ყველას გვაქვს ფილმები, რომელთა ნახვასაც სულ ვაპირებდით, მაგრამ, რატომღაც მათი დრო არასდროს არ გვაქვს. ის, რაც აქამდე არ ხერხდებოდა, ახლა მარტივად შეგიძლია გააკეთო და "სახლში არაფრის კეთების" დანაშაულიც არ გაწუხებდეს.
ან, ვისი რა საქმეა?
8. გაუკეთე ქავერები ინსტაგრამის ჰაილაითებს
თუ ორგანიზებული ადამიანი ხარ, უკვე აუცილებლად გექნება ინსტაგრამის ჰაილაითებისთვის განკუთვნილი იდეალური ყდები. თუმცა, თუ აქამდე ასეთი "არასაჭირო" რამისთვის დრო არ დაგითმია, ახლა შეგიძლია დასერჩო სთორების თემატურად დაჯგუფების და მათთვის ქავერის შერჩევის საუკეთესო გზები და სოციალური მედიის სუპერმომხმარებლის სტატუსსაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე.
9. ითამაშე სიტყვებით
თუ ინგლისურ სიტყვათა მარაგზე წუწუნებ, ეს უფასო ონლაინ თამაში საუკეთესო გამოსავალია გასავარჯიშებლად და ლექსიკონის გასამდიდრებლად. შედი The Word Search-ზე და აირჩიე თემა — მაგ. Friends, ტეილორ სვიფტი. შემდეგ კი გართობაში თავით გადაეშვი.
10. იფრინე ვირტუალურად
კორონავირუსის გამო მარტო სახლში კი არა, ჩვენს ქვეყანაშიც ჩავიკეტეთ. საზღვრები გახსნილია, თუმცა გადაადგილება გართულებული და გაძვირებულია.
თუმცა, მაინც გავფრინდებით, რადგან სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა ვირტუალურადაც შეგიძლია. კომპიუტერიდან მუზეუმებს უფასოდ ეწვევი, მოინახულებ ვერსალის სასახლეს... შეიძლება ტურისტული ფოტოები ვერ გადაიღო, მაგრამ ნანახს გონებიდან და ბრაუზერის ისტორიიდან ვერ ამოშლი.
ამავე თემაზე:
- 9 რამ, რაც კომენდანტის საათის დროს მენატრებოდა;
- 7 არაბანალური გზა, რითიც შეგიძლია კარანტინში თავი გაირთო;
- ფეისბუქის ეს 5 ჯგუფი დაგავიწყებს, რომ გარეთ 2020 წელი ხდება.
იმედია ამ არც თუ ისე ტიტანურმა რჩევებმა სახლში ყოფნისას ცოტათი მაინც გაგახალისა. შენ როგორ გაგყავს დრო? ცათმფრენს თუ აგებ, აუცილებლად გაგვაგებინე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები