ვარსკვლავობა ადვილი ნამდვილად არაა. ცნობადობას ბევრ სასიკეთოსთან ერთად უარყოფითი შედეგებიც მოაქვს, რომელთა შორის პირველ ადგილზე ალბათ პირადი ცხოვრების გასაჯაროებაა. ზუსტად ასე მოხდა მსახიობების — ამბერ ჰარდისა და ჯონი დეპის — შემთხვევაში, როცა მათ ხმაურიან დაშორებას სკანდალების უწყვეტი ჯაჭვი და ტაბლოიდების გვერდებზე არაერთგზის მოხვედრა მოჰყვა.

ჯონი დეპის გულშემატკივრებმა ინტერნეტში პეტიცია შექმნეს, სადაც ითხოვენ, რომ ამბერ ჰერდმა Aquaman 2-ის დასი დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ გასულ კვირას კინოკომპანია Warner Bros.-მა წაგებული სასამართლო დავის შემდეგ ჯონი დეპს ჯადოსნური არსებების მესამე ფილმში როლის დატოვება მოსთხოვა. დათხოვნისდა მიუხედავად, გადაწყდა რომ, თუმცაღა დეპმა ჯერ მხოლოდ ერთ სცენაში მიიღო მონაწილეობა, იგი მაინც მიიღებს კონტრაქტით გათვალისწინებულ $10 მილიონს.

პეტიციას, რომელიც Change.org-ზეა გამოქვეყნებული, ამ დროისათვის მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. დეპის გულშემატკივრები ითხოვენ, რომ ჰერდმა ყოფილი ქმრისთვის "ცილისწამების" გამო მისი ბედი გაიზიაროს. რადგან, როგორც ჯადოსნური არსებების, ასევე DC-ის Aquaman-ის გამომშვები Warner Bros.-ია, პეტიციის მოთხოვნაც უშუალოდ ამ კინოკომპანიას მიემართება.

ფოტო: Jonathan Brady / PA

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გულშემატკივრის რწმენით, ჰერდის ქმედება ცილისწამებაა, გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ დეპს გამამტყუნებებელი განაჩენი გამოუტანა. ცნობისთვის, დეპი მედიაგამოცემა Sun-ს ედავებოდა, რომელმაც მსახიობი საკუთარ სტატიაში "ცოლზე მოძალადედ" მოიხსენია. თუმცაღა ეს განაჩენი, ერთი შეხედვით, ჰერდსაც ამართლებს, ყოფილი წყვილის სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება.

ჯადოსნური არსებების მესამე ფილმის პრემიერა 2022 წლის 15 ივლისს, Aquaman 2-ის პრემიერა კი 2022 წლის 16 დეკემბერს იგეგმება.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.