ივანიშვილის ჯანმრთელობას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სხვა მოქალაქეებისას — ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შესაფებისთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ყუთისთვის დეზინფექციის ჩატარება მოსახლეობის მიმართ არის "სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება".
ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ინტერესებს ფასი არ აქვს.
"ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს", — განაცხადა ბოკერიამ.
უბანზე, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა, მის მისვლამდე ორი კაბინა მისივე დაცვის წევრმა სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდა. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, თამარ ხუხია On.ge-სთან განმარტავს, ეს ცალსახად დარღვევა იყო. თუმცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ კანონი არ დარღვეულა. მისი თქმით, მსგავსი აკრძალვა კოდექსში არ წერია.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს უბანზე არაუფლებამოსილი პირის შესვლა არ შეიძლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი აზუსტებს, ვის აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება და მათ შორის, პირადი დაცვა არ არის.
On.ge-სთან საუბრისას საიას ანალიტიკოსი თამარ ხუხია აცხადებს, რომ კაბინაში დაცვის შეშვება დარღვევაა და განმარტავს, რომ ამისთვის არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელიც კაბინებს სველი წესით ალაგებს. კერძოდ, მისი თქმით, COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე უბანზე ყოფნის უფლება დამლაგებელსაც მიეცა, რომელიც სველი წესით ამუშავებს ზედაპირებს.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები