ცესკო ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო ბიულეტენები "ძალიან მოხერხებულმა" ამომრჩეველმა უბნიდან წაიღო და მეორე ტურში გამოიყენა
საქართველოს ცენტრალურ საარჩენო კომისიაში ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველმა მიიტანა. უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბიულეტენები ამომრჩეველს, "როგორც ჩანს, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის ჰქონდა შენახული" და "ეს იყო, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი".
"მსგავსი ტიპის ბიულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, შენახული აქვს წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა. პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან, რა თქმა უნდა, საუბრო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა", — განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეძლო მოქალაქემ უბნიდან ბიულეტენების ჯერ გატანა და შემდეგ შეტანა, იოსელიანი პასუხობს, რომ როგორც ჩანს, ამომრჩეველი "ძალიან მოხერხებული" იყო.
"ეს არის კანონით დასჯადი ქმედება, ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება, მისი უბნიდან გატანა ან განზრახ დაზიანება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო ბიულეტენების გატანა", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ და მათ შორის, ამომრჩევლებმაც უნდა შეიწყონ ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ნათია ფარეხელაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ავლევის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი იპოვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონვერტში იყო როგორც მიმდინარე არჩევნების, ასევე, წინა საპრეზიდენტო არჩევნების 6 ცალი ბიულეტენი.
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები