კოვიდის რომელ და რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა დაჯდება ეს — გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით არჩევითი ჯგუფების ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება, ხოლო ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.
"ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქს პლატფორმაში, რომელიც მუშაობს გავიალიანსის ბაზაზე. გავიალიანსი გახლავთ ვაქცინების გლობალური ალიანსი და ჩვენ მასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობთ. მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ეს პლატფორმა შეისყიდის რამდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", — აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც იგი ამბობს, ვაქცინის მწარმოებელ ორ კომპანიას, Pfizer-ისა და Moderna-ს ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმები აქვთ, რის გამოც ახალი ტიპის სამაცივრე დანადგარების შეძენა დაიწყეს. მისი განმარტებით, სხვა რიგითი ვაქცინები 2-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. თუმცა, Pfizer-ის ვაქცინა, შეიძლება შენახვა-გადატანას -70-80°C დაექვემდებაროს, ხოლო Moderna-ს — -20°C.
მისივე თქმით, საქართველოს ამ ეტაპისთვის დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის აქვს შეკვეთილი ვაქცინა.
"ყველა ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, სამი კვირის ან ოთხი კვირის გამოშვებით, ამიტომ საჭიროა 1 400 000 დოზა", — განმარტა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ეს, დაახლოებით, 17 მილიონი დოლარი ჯდება, საიდანაც 4 მილიონის წინასწარი შენატანი უკვე გაკეთებულია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად ისინი ალტერნატიული გზებითაც მუშაობენ, ანუ სხვადასხვა კომპანიასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, გამყრელიძე ამბობს, რომ ეს პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფს, სამედიცინო პერსონალს შეეხება. შემდეგ უკვე იქნებიან ხანდაზმულები და თანხმლები დაავადებების მქონე პირები.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები