მეტროს 100-მდე თანამშრომელი ინფიცირებულია — ერთობა 2013
თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ, ნაწილობრივ მაინც, ინფიცირებული მემანქანეების რიცხვის ზრდას უკავშირდება.
"დღეის მდგომარეობით მხოლოდ დაინფიცირებული მემანქანეების რიცხვი უკვე 70-მდეა და უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული პირები 30-მდე. შესაბამისად, 100-მდე მხოლოდ მატარებლის მოძრაობასთან უშუალო პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ვერ ახერხებს მომსახურებას", — ვკითხულობთ, ერთობა 2013-ის განცხადებაში.
მემანქანეთა პროფკავშირის ინფორმაციით, მეტროს სრულფასოვანი მუშაობისთვის დღეში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო, სულ დასაქმებულია 220 მემანქანე.
"გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში, ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეეებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებდნენ მუშაობას", — აცხადებენ ერთობა 2013-ში.
მათი ინფორმაციით, მემანქანეების გარდა, დაინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა იზრდება მეტროს სხვა სამსახურებშიც.
"მოგეხსენებათ, რომ მეტროპოლიტენის გამართულ მუშაობას ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი რგოლი. ყველა სამსახურს და პოზიციას უკავია უმნიშვნელოვანესი ადგილი მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაში და უმნიშვნელოვანესია მათი როლი, ისევე როგორც მემანქანეების", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ერთობა 2013 ასევე, ეხმაურება თბილისს მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში მერია მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანდა. პროფკავშირში ამბობენ, რომ სირცხვილია სამუშაოდ მოიწვიო ადამიანები ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვირუსის გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქვს.
"თუ შეუძლია მერიას, რომ ბელორუსი მემანქანეები ამყოფოს სტერილურ სამუშაო გარემოში, ჩვენ მემანქანეებს რატომ არ შეუქმნეს იგივე გარემო? უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ, მხოლოდ მემანქანეების ჩამოყვანა არ იქნება საკმარისი, სხვა თანამშრომელიც ბევრი დაგჭირდებათ. თუმცა რამდენად დაიცავთ მგზავრთა უსაფრთხოებას ამაზე როგორც ჩანს მერე იფიქრებთ", — მიმართავს ერთობა 2013 თბილისის მერიას.
25 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეების ინფიცირების გამო მეტროს მუშაობა არ შეჩერდებოდა, რადგან, საჭიროების შემთხვევაში მემანქანეების ბელარუსიდან ჩამოიყვანდა.
გუშინ, 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 28 ნოემბრიდან 8 დიდ ქალაქში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მუშაობის შეწყვეტის შესახებ.
ამავე დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მეტროს დახურვის მიზეზი ინფიცირებული მემანქანეების რიცხვის ზრდა არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
გაიგეთ მეტი:
- 28 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმსა და კიდევ 6 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმუშავებს
- მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ — კალაძე
- ინფიცირებულია 20-მდე მემანქანე, მეტროს მუშაობა არ შეჩერდება — თბილისის სატრანსპორტო
- მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია — ერთობა 2013
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები