გამყრელიძე ვაქცინაზე: ვმუშაობთ ორი მიმართულებით — COVAX და მწარმოებლებთან კომუნიკაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის რაც შეიძლება მალე შემოტანას ქვეყანა ორი მიმართულებით ცდილობს: ერთი არის COVAX პლატფორმა, სადაც საქართველომ უკვე გადაიხადა პირველადი შენატანი §4 მილიონი და მეორე — ქვეყანას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია ვაქცინის მწარმოებლებთან.
"ჩვენ პირველადი შენატანი გადახდილი გვაქვს, დაახლოებით $4 მილიონი, იმ პირობით რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. ანუ, COVAX შეისყიდის დაახლოებით 4-5 ვაქცინას მაინც და ჩვენ გვექნება არჩევის უფლება, თუ რომელს მიიღებს საქართველო. COVAX პლატფორმის მექანიზმი, დიდი ალბათობით, ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, ანუ მარტ-აპრილში.
მანამდეც, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რამდენიმე მწარმოებელთან, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი, რომელიც დონორ ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს საქართველოსთვის არჩეული ვაქცინის ქვეყანაში იმპლემენტაციის გეგმას.
"იწერება უკვე იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის გეგმა, რომელიც მალე, დაახლოებით ორ კვირაში მზად უნდა იყოს, სადაც ყველა სცენარი უნდა იყოს გაწერილი", — ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანა, სავარაუდოდ არჩევანს გააკეთებს სამ ვაქცინას შორის, რომელთაგან ნაწილის შემოსატანად ჯანდაცვის სისტემას მომზადება სჭირდება, ნაწილისთვის კი ქვეყანაში შესაბამისი სისტემა უკვე აწყობილია.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, სამივე ვარიანტისთავის და ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ბანკი და კიდევ სხვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", — ამბობს გამყრელიძე.
NCDC-ის ხელმძღვაენლი ამბობს, რომ შემოტანილი ვაქცინა, პირველ რიგში რისკ ჯგუფებს მიეწოდებათ.
"რა თქმა უნდა, აქ იქნებიან სამედიცინო პერსონალი, აქ იქნებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით ხანდაზმული ადამიანები და აქ იქნებიან მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ეს ცნობილი რისკ ჯგუფებია, ვისაც, პირველ რიგში ამ ტიპის რესპირაციული ვაქცინები ეძლევა. იგივეა გრიპთან მიმართებაშიც", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 4 061. გარდაიცვალა — 39 ადამიანი.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები