ოპოზიციაში მოლაპარაკებები დასრულდა, პარტიები დიპლომატიურ კორპუსთან შესახვედრად მზად არიან
ლელოს ოფისში დღეს გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, პარტიის ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ისინი რჩებიან ერთიან პოზიციაზე და უცვლელი რჩება მთავარი მოთხოვნა — ხელახალი არჩევნები. მათივე განცხადებით კონსულტაციების პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა, გაჟღერდა ახალი წინადადებებიც, თუმცა ოპოზიციამ მაინც შეძლო საერთო პოზიციაზე შეთანხმება.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლელოს ოფისში დღევანდელი შეხვედრა იყო "ძალიან სერიოზული". მისი თქმით, ოპოზიცია დღის ბოლომდე ჩამოაყალიბებს სხვადასხვა საკითხს და განახლებულ პოზიციებს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენს დიპლომატიურ კორპუსს.
"ძალიან სერიოზული, ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. იყო ძალიან ბევრი საკითხი განხილული, ახლა დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ, დღეს დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, ვიკამათეთ საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია. შეთანხმებული პოზიციით გამოვედით, დამერწმუნეთ, ეს არის მთავარი", — ამბობს გიორგი ვაშაძე.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმითაც, ოპოზიცია ერთიანია, არსებული პოლიტიკური კრიზისის გამოსავალი კი ახალი არჩევნებია.
"ოპოზიცია არის, როგორც არასოდეს, ერთიანი — ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში", — თქვა მელიამ.
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სამსჯელო ბევრია, რადგან ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამოქმედო გეგმა და შემუშავებული უნდა იყოს გრძელვადიანი ტაქტიკები.
"ჩვენი სურვილია, ქვეყანა გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან და ამისთვის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, ამიტომ ძალიან ბევრი არის სამსჯელო მიმდინარე საკითხებზეც და უფრო გრძელვადიან ტაქტიკაზეც. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია არის სრულიად ერთიანი საკუთარ მიდგომებში და უახლოეს მომავალში მზად ვიქნებით ეს მიდგომები გავაჟღეროთ", — აცხადებს ბაქრაძე.
მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აზრით, ოპოზიცია მზად არის მესამე რაუნდისთვისაც და ელჩებთან შესახვედრათაც.
"ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, იცით, რომ რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს დისკუსია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შესახვედრათაც და ახლა, ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია", — ამბობს ელისაშვილი.
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე პრინციპული ცვლილება არ გამოვლენილა და ისინი მზად არიან მოდერატორებთან შესახვედრად.
"რაიმე პრინციპული ცვლილება არ არის, ცხადია ოპოზიცია არის ერთიანი, მათ შორის რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვსაუბრობდით სხვადასხვა ტიპის საკითხზე, უბრალოდ პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ შევხვდეთ მოდერატორებს და დაველაპარაკოთ", — თქვა ჯაფარიძემ.
ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ოპოზიციამ სხვა საინტერესო წინადადებებიც განიხილა.
"არის ახალი კომპონენტებიც საინტერესო, მაგრამ რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, ახლა, ბოლო არჩევნების საფუძველზე, ვართ ერთიანი ჩვენს პოზიციაში. მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იგივეა, არის სხვა საინტერესო წინადადებებიც, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი. გარდა ამისა, ელჩებს ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ჰქონდათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები