ჩემი აზრით, არასწორი იყო, არა შინაარსის, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო — ჯაფარიძე ხვიჩიაზე
გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძე რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ თავისი თანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან Zoom-ში კითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა რას გულისხმობს ჯაფარიძე სხვა ფაქტორებში, არ აზუსტებს.
"გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. ჩათვალა ადამიანმა, რომ რაღაც პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხი და დააფიქსირა. თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და ბევრნაირად შემიძლია ახსნა, რატომ იყო არასწორი, არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზი გამო. მაგრამ, ხო, კითხვის შინაარსის გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მოდი, მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე აქ", — თქვა ჯაფარიძემ.
ჯაფარაძის მიმართ დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა, ეთანხმებოდა თუ არა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარება დანაშაული და ძალადობის წახალისება. რაზეც მან უპასუხა:
"გააჩნია რა შემთხვევაში. ჩვენ ადამიანები ვართ ძალიან ცნობისმოყვარე არსებები, მათ შორის ერთ-ერთი რაც ყურადღებას იზიდავს არის, რა საშინელება შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და ეგეთი რაღაცები ადამიანებს გვაინტერესებს. თუ უბრალოდ ადამინმა ინტერესის გამო გადმოტვირთა ან ენახა, რომ ენახა, შეიძლება თუ არა ამაზე ცოცხალი ადამიანი წავიდეს, არ მგონია, რომ ამის გამო უნდა დაისაჯოს. ისევე, როგორც სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება, სამეცნიერო კვლევას აკეთებდეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე, რომელიც შეიძლება ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს ვიღაცამ. შეიძლება მუღამი ჰქონდეს ვიღაცას, თვითონ ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიას, ამის გამო იყიდა და გადმოტვირთა, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს. თუ ტიპი ყიდულობს, კოლექცია აქვს და სიამოვნებას იღებს მათი ყურებით ან, პირიქით, სიამოვნებას ვერ იღებს გარდა მათი ყურებისა, ეს ადამიანი არის ავად. დასჯა-არდასჯაზე როცა მიდის საუბარი, მნიშვნელოვანი ამბავია, ჩემი აზრით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ეს ადამიანი თავისთავად ხომ არ არის მოძალადე და ხომ არ არ წარმოადგენს საფრთხეს, თვითონ ხომ არ არის მსგავსი რაღაცის გამკეთებელი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კი, ასეთი ადამიანის იზოლირება უნდა მოხდეს. შეიძლება არა ციხეში და სპეციალურ დაწესებულებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში იზოლირება უნდა მოხდეს", — განაცხადა ჯაფარიძემ.
გირჩს ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა. ის ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან ამ ამბავზე 29 ნოემბერს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები