რა უნდა ვქნათ, თუ ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაგვიდასტურდა — გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის ადამიანები, ვისაც ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდებათ, უნდა დარჩნენ ბინაზე და დაელოდონ ოჯახის ექიმის ზარს, ან თავად დაურეკონ მას. გაბუნიას თქმით, ანტიგენის ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ადამიანები 112-ში რეკავენ, რაც არასწორია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 112-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრეკავთ, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე. მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ისევე, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში. სწრაფად იგებს პასუხს პაციენტი და ხშირ შემთხვევაში უჩნდება იქვე შეკითხვა, რომ როგორ უნდა მოიქცეს და გუშინ ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა 112-ში. 112-ში, ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო დარეკვა. ოჯახის ექიმთან არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ოჯახის ექიმს პაციენტმა შეუძლია თვითონ დაურეკოს. ეს პასუხი ოჯახის ექიმისთვისაც ცნობილია და ასევე, დაელოდოს ოჯახის ექიმისგან ზარს, დღის განმავლობაში აუცილებლად დაუკავშირდებიან იმისთვის, რომ მისცენ შესაბამისი მითითება. 112-ს მხოლოდ ვურეკავთ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არის მძიმე, გართულებული და პაციენტი თვლის, რომ სჭირდება გადაუდებელი დახმარების ჩართვა", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, კლინიკებში მკურნალობას აგრძელებენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები. გაბუნიას ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის პროცესში 1000-ზე მეტი პაციენტია.
"რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი არის იმაზე, რომ თუ ვინმეს სჭირდება კრიტიკული დახმარება, დროულად მოხდეს მისი გადაყვანა ჰოსპიტალში", — ამბობს გაბუნია.
გუშინ იყო გაფართოებული ტესტირების პირველი დღე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დადასტურებული 5 068 შემთხვევიდან 1400 სწორედ ანტიგენის ტესტის შედეგი იყო.
2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებას აფართოებს და ეს ტესტი ჩაუტარდება ყველას, ვინც სტაციონარში მოხვდება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსის სიმპტომები. პანდემიის დასაწყისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამ ტესტებს სკეპტიკურად უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის PCR ტესტით უნდა გა დამოწმდეს, რაც არც დროს ზოგავს და არც რესურს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეათე თვეზე მიდგომა შეიცვალა.
გაიგეთ მეტი:
- გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დღევანდელი მაღალი სტატისტიკა გაფართოებულმა ტესტირებამ გამოიწვია
- ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა — თამარ გაბუნია
- გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ ანტიგენის ტესტებით — სად შეგიძლიათ ტესტის გაკეთება
- ანტიგენის ტესტი ყველაზე სარწმუნო სიმპტომიან პირებშია, უსიმპტომოებს ჩატარებას არ ვურჩევთ — გაბუნია
- რა შემთხვევაში გადამოწმდება ანგიტენზე დამყარებული ტესტი — ამირან გამყრელიძის განმარტება
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები