მოთხოვნები არ იცვლება, შეიძლება შეიცვალოს გარკვეულწილად მოთხოვნების კონტურები — დეკანოიძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცახდებით, ისინი მოთხოვნებზე უარს არ ამბობენ, თუმცა შეიძლება გარკვეულწილად, მოთხოვნების კონტურები შეიცვალოს.
"მოთხოვნები არ იცვლება, მოთხოვნები რჩება იგივე. შეიძლება შეიცვალოს გარკვეულწილად კონტურები ამ მოთხოვნების — ან გაფართოვდეს, ან შემცირდეს. არცერთ მოთხოვნაზე ჩვენ უარს არ ვამბობთ, რა საკვრიველია, უბრალოდ, ჩვენ ვუდგებით იმ ჭრილიდან, როდესაც ქართულ ოცნებას ექნება გაცილებით უფრო დიდი პასუხისგმებლობა ამ შემთხვევებში და დიდი სივრცე კომპრომისისთვის, რომ გადმოდგას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ნაბიჯი", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი. გარდა ამისა, ელჩებს ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ჰქონდათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები