შევძელით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია — ჰარცელი მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, 7 დეკემბერს, საქართველოში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო კარგი დისკუსია, რომლითაც მხარეებმა შეძლეს გარკვეული პროგრესისთვის მიეღწიათ.
"საერთო ჯამში, ვფიქრობ, გუშინ კარგი დისკუსია გვქონდა. შევეხეთ ყველა საკითხს ამ დიალოგის ფარგლებში, ასევე შევძელით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია, გაგვეღრმავებინა გაგება მხარეებს შორის. ამას გავაგრძელებთ დღესაც, ვნახავთ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ ფართო გაგების მისაღწევად", — აცხადებს ჰარცელი [რუსთავი 2-ის თარგმანი].
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფასილიტატორი ელჩები. ქართული ოცნების მხრიდან, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იყო წარმოდგენილი.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
კომენტარები