ISFED-ის რეაქცია იყო არასწორი და არაადეკვატური, არ შეესაბამება პრობლემას — კობახიძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით ISFED-ის რეაქცია არაადეკვატური იყო და პრობლემას არ შეესაბამებოდა.
როგორც მან იმედის ეთერში განაცხადა, ოპოზიციისგან განსხვავებით მათ ISFED-თან მიმართებით მოზომილი განცხადებები გააკეთეს და გაუფრთხილდნენ როგორც უშუალო ორგანიზაციას, ისე სამოქალაქო სექტორს.
"სამწუხაროდ, მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით იყო, მე ვიტყოდი, არასწორი და არაადეკვატური. არ შეესაბამება იმ პრობლემას, რომელიც შეიქმნა ამ არასწორი PVT-ის გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ასეთი მოცემულობით, ქვეყნის აყირავება შეიძლება გამოწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს. ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის და იქ ცდომილება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა", — აღნიშნა კობახიძემ.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე გვაქვს უკანონო ქმედებებთან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ქართულმა ოცნებამ "უკანონოდ ან მიყურადების" ფორმით იცოდა და ოპოზიციას "მახეს უგებდა". ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.
ელენე ნიჟარაძე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უარყოფს, თუმცა არ იცის საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია ხარვეზთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ფარულ მიყურადებასთან გვქონდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ISFED-ის განცხადების შემდეგ, მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
ამავე თემაზე:
- ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება — ISFED-ის ხელმძღვანელი PVT-ს შედეგებზე
- კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! — თეა წულუკიანი ISFED-ზე
- არ ვიცი, "ოცნებაში" საიდან მიიღეს ამაზე ინფორმაცია — ნიჟარაძე პარალელურ დათვლაზე
- იმედია, ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად გვაცხადებდნენ, გაიაზრებენ, რომ სიმართლე არ იკარგება — ჟვანია
- საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია — კობახიძე ISFED-ის დათვლებზე
- ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა — კობახიძე ISFED-ზე
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები