თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს — კობახიძე ISFED-ზე
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზზე გამოძიების დაწყება დელიკატური თემაა. კობახიძის თქმით, საქმე დელიკატურია, რადგან საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე.
"კიდევ უფრო დელიკატურია იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული. ეს {ISFED] არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება, მინიმუმ, ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს. სხვანაირად არა", — აღნიშნა კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე გვაქვს უკანონო ქმედებებთან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ქართულმა ოცნებამ "უკანონოდ ან მიყურადების" ფორმით იცოდა და ოპოზიციას "მახეს უგებდა". ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.
ელენე ნიჟარაძე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უარყოფს, თუმცა არ იცის საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია ხარვეზთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ფარულ მიყურადებასთან გვქონდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ISFED-ის განცხადების შემდეგ, მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
ამავე თემაზე:
- ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება — ISFED-ის ხელმძღვანელი PVT-ს შედეგებზე
- კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! — თეა წულუკიანი ISFED-ზე
- არ ვიცი, "ოცნებაში" საიდან მიიღეს ამაზე ინფორმაცია — ნიჟარაძე პარალელურ დათვლაზე
- იმედია, ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად გვაცხადებდნენ, გაიაზრებენ, რომ სიმართლე არ იკარგება — ჟვანია
- საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია — კობახიძე ISFED-ის დათვლებზე
- ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა — კობახიძე ISFED-ზე
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები