ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა — USAID
USAID-ში მიესალმებიან, რომ ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა და შიდა აუდიტის დასკვნა საზოგადოებას გააცნო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი აფასებენ ISFED-თან თანამშრომლობას და მას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციად მოიხსენიებენ.
"ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას", — ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.
USAID ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დონორია. როგორც ISFED-ის ხელმძღვანელმა თქვა, პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ USAID-ის ნოემბრის ბოლოს შეატყობინეს.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
გაიგეთ მეტი:
- არ მჯერა, რომ უნებლიე იყო, ლამის გადააყირავა და გასწირა ქვეყნის სტაბილურობა — წულუკიანი ISFED-ზე
- ბატონ კობახიძეს თუ კითხვები აქვს, უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ISFED-ს ცალკე არჩევნები არ ჩაუტარებია — ნიჟარაძე
- პარალელური დათვლა არასოდეს არ იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი, ეს ქართულმა ოცნებამ მოიგონა — კაპანაძე
- PVT-ს და ცესკოს მონაცემების თანხვედრა ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა — კობახიძე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები