ISFED-ის კრიტიკა გასცდა ჯანსაღ დისკუსიას და ახდენს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას — HRHF
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის ფორმულის ხარვეზის შესახებ მიმდინარე დისკუსია საგანგაშოა, რადგან ის გასცდა ჯანსაღ კრიტიკას და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ახდენს.
"იმის ნაცვლად, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების განხილვა, ხდება ორგანიზაციის მთლიანი საქმიანობის დისკრედიტაცია და ხორციელდება თავდასხმები არა მხოლოდ ISFED-ზე, არამედ მთელ სამოქალაქო სექტორზე", — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ფონდი მიესალმება, ISFED-ის მიერ ამ თემაზე საჯაროდ საუბარს.
"ISFED უკვე 25 წელია ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მონიტორინგს ახორციელებს და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციას მიეცემა საშუალება უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა და აღნიშნული ხარვეზის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება", — წერია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არასამთავრობო სექტორისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორის განვითარებას საქართველოში.
"ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ არასამთავრობო სექტორზე გახშირებულ თავდასხმებსა და შევიწროებაზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ დამკვიდრებულ ნეგატიურ კონტექსტზე, მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას და მის ფუნქციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, იზრუნოს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი და მასში შემავალი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- უფლებები საქართველო;
- მედიის ინსტიტუტი;
- საფარი;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
გაიგეთ მეტი:
- რას ნიშნავს ხმების პარალელური დათვლა — სახალხო დამცველის განმარტება
- ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა — USAID
- PVT-ში შესაძლო შეცდომები არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო კარგი — ჯაფარიძე
- PVT-ს და ცესკოს მონაცემების თანხვედრა ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა — კობახიძე
- არ მჯერა, რომ უნებლიე იყო, ლამის გადააყირავა და გასწირა ქვეყნის სტაბილურობა — წულუკიანი ISFED-ზე
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები