მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მიუღებელი და არაადეკვატურია — HRC

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეაჩეროს ძალადობრივი ნგრევა და ის მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად დარჩენ უსახლკაროდ, დროულად
უზრუნველყოს თავშესაფრით.
"ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ისეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, მიუღებელი და არაადეკვატურია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციასაც.
"ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რაც გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და სახელმწიფოს მოუწოდებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, უზრუნველყოს იგი საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით, ასევე იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე", — წერია განცხადებაში.
დღეს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს.
ამავე თემაზე:
- დაუშვებელია დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს — ლომჯარია
- საია მოუწოდებს მერიას, შეაჩეროს ნაგებობების დემონტაჟი, რათა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში
- მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მიუღებელი და არაადეკვატურია — HRC
- შეწყვიტოს მერიამ ნაგებობების დემონტაჟი და დაზარალებულები საცხოვრისით უზრუნველყოს — EMC
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები