რა ხდება აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ბინასთან დაკავშირებით
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს, როგორც დევნილის სტატუსის მქონეს, ბინა გადასცეს, თუმცა, ამ დრომდე მათ მაინც აფრიკის დასახლებაში უწევთ დარჩენა. ბინის გადაცემასთან დაკავშირებით დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე დევნილთა, ეკოემიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა, ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა.
"2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ჩანგელიების ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი. ოჯახი რეგისტრირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში. 30 ნოემბერს სააგენტომ ხუთსულიან დევნილ ოჯახს ოფიციალურად შესთავაზა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ ფართში ბინა. 1 დეკემბერს ოჯახმა წერილობით ოფიციალურად დაგვიდასტურა ბინის მიღება. 7 დეკემბერს სააგენტომ გამოაქვეყნა დევნილი ოჯახების სია, მათ შორის, იყო ჩანგელიების ოჯახი. 12-13 დეკემბერს ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში, გაიმართა კენჭისყრა და გამოცხადდა ჩანგელიების ოჯახიც. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრი არ იყო ადგილზე, ვერ გადავეცით გასაღები. ყველა სრულწლოვანმა უნდა მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს ხელი და გადაეცემა კუთვნილი ბინა", — განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ჩანგელიების ხუთსულიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ოჯახს ბინა ჯერ კიდევ არ აქვს.
"ბინის გადაცემის პროცესი დაწყებულია დეკემბერში, მაგრამ დასრულებული არ არის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს სახლი არ დაინგრეს მანამ, სანამ გასაღები არ გადაეცემა ოჯახს და მანამ, სანამ არ აუნაზღაურდება ის სესხი, რითიც ეს სახლი ააშენა. მოლოდინი გვაქვს, რომ შეცვალოს კალაძემ თავისი მიდგომები და ღარიბ ხალხს არ დაუნგრიოს ბულდოზერებით თავისი ნაშრომი", — განაცხადა ანა არგანაშვილმა.
ჩანგელიების მრავალსულიანი ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს და სხვა თავშესაფარი არ გააჩნია. საწინააღმდეგოს ამტკიცებს მერია და დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ "იმ მცხოვრებთა ძირითად ნაწილს აქვს თავზე ჭერი დედაქალაქში თუ სხვა რეგიონებში".
"ჩვენ მართლა არ გვაქვს არანაირი საცხოვრებელი. ისე მპირდებიან, 28 წელია, მპირდებიან. ჯერჯერობით მართლა არ მაქვს ბინა, თორემ, რომ მქონოდა, ამ პირობებში არავის უხარია ცხოვრება. ეს არის ინვალიდობის პენსიით და ვალით გაკეთებული სახლი", — განაცხადა გიგი ჩანგელიას დედამ.
15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 8 ადამიანი.
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებას. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.
ამავე თემაზე:
- დაუშვებელია დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს — ლომჯარია
- საია მოუწოდებს მერიას, შეაჩეროს ნაგებობების დემონტაჟი, რათა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში
- მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მიუღებელი და არაადეკვატურია — HRC
- შეწყვიტოს მერიამ ნაგებობების დემონტაჟი და დაზარალებულები საცხოვრისით უზრუნველყოს — EMC
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები