ბუტაფორიად ქცეულ პარლამენტში მარიონეტების შერჩევას წინააღმდეგობა არ ექნებოდა — ბოკუჩავა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ბუნებრივია, რომ მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში წინააღმდეგობა არ ექნებოდათ. მთავარი არხის ეთერში ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის თითქმის იგივე შემადგენლობის წარდგენა ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას განახლების რესურსი არ გააჩნია.
"ბუტაფორიად ქცეულ პარლამენტში, ბუნებრივია, რომ მარიონეტების შერჩევის პროცესს, არანაირი წინააღმდეგობა არ ექნებოდა. თავად ის, რომ არანაირი სიახლე ამ მინისტრთა კაბინეტში არ არის, ასევე ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმს არანაირი განახლების, სიახლის, წარმატების და უკეთესობის რესურსი არ გააჩნია. მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საკუთარი მონური მორჩილებით ინარჩუნებენ ამ თანამდებობებს, მხოლოდ ის ადამიანები დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა", — აცხადებს ბოკუჩავა.
ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა ვერ შეინარჩუნებს ოთხწლიან ლეგიტიმაციას, რადგან, მისივე თქმით, თავად ის პარლამენტია არალეგიტიმური, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მთავრობა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება გრძელვადიანი მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავრობა ვერ შეინარჩუნებს ოთხწლიან ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ თავად ის პარლამენტი, სადაც მათ ახლა სრულიად ფორმალურად და ბუტაფორიულად უყრიან კენჭს, თავად ის არ არის ლეგიტიმაციის მატარებელი. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბრის არჩევნები მოიპარა", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.
გაიგეთ მეტი:
- შეიძლება უხერხულია, როდესაც ოპოზიციის ფეიკ დრამატიზმს არ ვუყურებთ პარლამენტში — წილოსანი
- თუ რამეში არ არის "ოცნების" ბრალი, ეს არის ის, რომ ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის — მაჭავარიანი
- თურნავას თქმით, ქართული ოცნების დეპუტატების მიერ დასმული კითხვები ღრმა ცოდნას ავლენს
- კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს — ზარქუა თურნავას
- ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს ნებისმიერ საპარლამენტო განხილვაში — კოვზანაძე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები