დაუშვებელია ასეთი დარღვევა გავამართლოთ გაჭირვებით — კალაძე სახლების უკანონო მშენებლობაზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობის ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უკანონო შენობა-ნაგებობებისგან და დაუშვებელია მსგავსი ფაქტების გამართლება ადამიანების გაჭირვებით.
"მინდა ყველას შევახსენო, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა და სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით", — აცხადებს კალაძე.
დედაქალაქის მერის თქმით, მას ესმის იმ ადამიანების, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ, 2021 წლის თბილისის ბიუჯეტში გათვალისიწინებულია მათი დახმარება.
"მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა. კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და ვისაც სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ზუსტად გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა", — გააცხადა კახა კალაძემ.
დღეს, დილიდან, სამგორიში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თბილისის მერია უნებართვოდ აშენებულ სახლებს ანგრევს.
15 დეკემბერს იგივე ქმედებებს აფრიკის დასახლებაში ხმაური მოჰყვა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა.
აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.
გაიგეთ მეტი:
- აქამდე არავისგან წინააღმდეგობა არ ყოფილა მშენებლობაზე, 17-ში გააკრეს გაფრთხილება — ვახტანგ ფიფია თვალჭრელიძის ქუჩიდან
- თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონო მშენებლობებთან მერიის თანამშრომელს აღმოაჩნდა კავშირი — კალაძე
- ქონების უკანონო მიტაცება მიუღებელია, ხვალ შეიძლება ვინმემ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა — კალაძე
- რა ხდება აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ბინასთან დაკავშირებით
- თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ? — კალაძე
- აფრიკის დასახლებაში დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები