ფორმულა კრეატივის 2020 წლის პოპულარული სერიალის, თესეას მეორე სეზონის გადაღებები დასრულებულია. ახალ ეპიზოდებს მაყურებელი 2021 წლიდან იხილავს.

"ძალიან საინტერესო მეორე სეზონი" თესეას ფეისბუქის გვერდზე დაანონსდა:

🥳 მეგობრებო, გადაღებები დასრულდა, წინ ძალიან საინტერესო მეორე სეზონი გელოდებათ! 😊 დაგიბრუნდებით ახალი წლიდან! ❤

Posted by თესეა • Tesea on Thursday, December 24, 2020

როგორც სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ On.ge-სთან თქვა, მეორე სეზონში, პირველის მსგავსად, 12 ეპიზოდი იქნება. ახალი სეზონში ძველი სამსახიობო გუნდი ბრუნდება და სიუჟეტის ხაზი წინა სეზონის დასასრულიდან გრძელდება.

სერიალის პრემიერა ტელეკომპანია ფორმულაზე იანვრის შუა რიცხვებში იგეგმება და სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გავა. საღინაძის სიტყვებით, გადაღებები პანდემიის პირობებმა და დაწესებულმა შეზღუდვებმა დაგეგმილზე მეტად გაახანგრძლივა:

"ვიცავდით რეგულაციებს. გადასაღებ მოედანზე საქმე რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, რომ ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ ყოფილიყო".

სერიალში მთავარ როლს მუსიკოსი ზურა ჯავახია ასრულებს. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი კი — გიორგი ლიფონავა. თესეას პირველი სეზონის პრემიერა ტელეკომპანია ფორმულაზე 3 ივლისს შედგა.