ალექსეი ნავალნის მოკავშირე, პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი დააკავეს
რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, ლუბოვ სობოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა BBC ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სამართალდამცავებმა ჯერ სობოლის სახლი გაჩხრიკეს და შემდეგ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სობოლის იმ აგენტის მიმართ მუქარაში ადანაშაულებენ, რომელიც, ნავალნის თქმით, მისი მოწამვლის საქმეში იღებდა მონაწილეობას.
სობოლი მანამდე ორშაბათსაც დააკავეს რამდენიმე საათის განმავლობაში, მაშინ, როცა ის ნავალნის საგამოძიებო გეგმის თანახმად, მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთი პირის სახლთან იმყოფებოდა.
რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მოწამვლისა და სავარაუდოდ, ლიკვიდაციის გეგმა გამოიძია და დაადგინა, რომ მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია რუსეთის უშიშროების სამსახურმა დაგეგმა და რომ არა"რამდენიმე ფაქტორი", ის ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო.
ინფორმაცია ამ გამოძიების შესახებ საკუთარ იუთუბე არხზე გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად ხსნის, როგორ დაგეგმეს და როგორ განახორციელეს. ნავალნი ამბობს, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო Bellingcat, The Insider, CNN, El Pais და Speiegel.
რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინს დაუსვეს კითხვები ნავალნის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ, რაზეც პუტინმა უპასუხა:
"თუ რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა ენდომებოდათ, ამას ბოლომდე მიიყვანდნენ".
ამავე გამოძიების თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურმა შექმნა სპეციალური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო გადამზადებული კადრებით და ნავალნის უთვალთვალებდნენ.
პუტინმა კი განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი აშშ-ს სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის ეს. ეს არის არა რაიმე ტიპის გამოძიება, არამედ ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცსამსახურები მას თვალყურს ადევნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი მოწამვლა უნდა. ბოლოს და ბოლოს ვის სჭირდება ის [ნავალნი]?", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ოფიციალური კრემლი ყოველთვის უარყოფდა ნავალნის მოწამვლის ამბავში რაიმე ტიპის თანამონაწილეობას. პირიქით, პუტინმა განაცხადა, რომ როცა ნავალნის ცოლმა მას თხოვნით მიმართა, დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ ნავალნი ბერლინში გადაეყვანათ. ხოლო იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში რუსეთის უშიშროების როლი გამოიკვეთა, რუს "ლიდერებზე თავდასხმისთვის მოგონილი ხრიკი" უწოდა, გამოძიებაში მოყვანილ ამბებს კი "ჩანერგილი ისტორიები".
20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნავალნის ახლობლები ითხოვდნენ, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვანათ. რუსი ექიმები კი აცხადებდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მისი გადაყვანა საშიში იქნებოდა. თუმცა 22 აგვისტოს პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს.
სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. რუსულმა მხარემ მოწამვლასთან ყველანაირი კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ომსკის კლინიკაში გაკეთებულ ანალიზში საწამლავის კვალი არ ჩანდა. ნავალნი კომიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
ალექსეი ნავალნი პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები