ამ წინადადებას ჩვენი ფრაქციის უმრავლესობა არ დათანხმდება — მდინარაძე ხუნდაძის ინიციატივაზე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკა ოჯახიში ძალადობის მიმართ ლოიალური ვერ იქნება. მდინარაძის თქმით, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ამნისტია უნდა შეეხოს ოჯახში ძალადობაში ბრალდებულთა ნაწილს, ფრაქცია ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნება.
"ამ წინადადებას ფრაქცია ქართულ ოცნებაში უმრავლესობის თანხმობა არ ექნება, პირდაპირ გეუბნებით აქვე გადაჭრით. სისხლის სამართლის პოლიტიკას, მათ შორის, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. სხვა ყველა ის სამართალდამცავი უწყება, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, არის ამ პოლიტიკის გამტარებელი. მე გეუბნებით, რომ პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, 30 დეკემბერს, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება და ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ეს გათვალისწინებული უნდა იყოს.
2 კვირის წინ პარლამენტში დააინიცირეს საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამინისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ დროისთვის კანონპროექტი არ მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახში ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
გაიგეთ მეტი:
- არავითარ შემთხვევაში მე არ ვემხრობი — თეა წულუკიანი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე
- ასეთი შემწყნარებლური დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის დანაშაულის მიმართ ცუდი ტონია "ოცნებისგან" — პატარაია ხუნდაძის განცხადებაზე
- არ ვიცი, რას ნიშნავს ოჯახში უფროსი, ეს გასაგები არ არის — სარჯველაძე ხუნდაძეს
- აზრსა და იდეას არსებობის უფლება აქვს — ოხანაშვილი ამნისტიციის შესახებ ხუნდაძის ინიციატივაზე
- თუ ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზე ხდება და პირველი შემთხვევაა, ამნისტია უნდა შეეხოს — ხუნდაძე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები