თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ამ დღეში, თუ არა, რატომ ვაგრძელებთ ამ საგიჟეთს — ჯაფარიძე
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ აწესებენ შეზღუდვებს, თუ ეს არ მუშაობს და თუ მუშაობს, რატომ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი ისევ.
"თუ სწორად მართეს ყველაფერი გაზაფხულზე, როცა იძახდნენ, გმირები ვართო და ყველაზე მაგრები ვართო, მაშინ რატომ გვაქვს ის რიცხვები, რა რიცხვებიც ახლა გვაქვს. და თუ მაშინ იმან არ იმუშავა, ამ შეზღუდვებს ახლა რა შინაარსი აქვს, ხო გაუგებარია. თუ იმუშავა შეზღუდვებმა, რატომ ვართ ახლა ამ დღეში, თუ არ იმუშავა, ხელახლა რატომ ვაგრძელებთ ამ საგიჟეთს, რაც მოწყობილი გვაქვს ქვეყანაში. სინამდვილეში ადამიანები განწირული გვაყვს შიმშილით სიკვდილისთვის", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 382, ხოლო გარდაიცვალა 18 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 232 079-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 222 787-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა.
გარდა ამისა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სულ კვლევაში სამი საეჭვო შემთხვევა იყო, რომელთაგან ორში შტამის არსებობა არ დადასტურდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, ახალი "ბრიტანული" შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია გამოვლინდა.
NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.
პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისათვის არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმისა და ლეტალური შემთხვევების სიხშირით არსებული შტამისგან არ გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება. პაატა იმნაძე მოსახლეობას ისევ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას უკავშირდებოდეს, მაგრამ NCDC-ში აცხადებენ, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.
NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები