ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტმა შეძლო გამძლეობის დადასტურება — ზურაბიშვილი
"გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება", — ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"30 წელია რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია. საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად", — წერს ზურაბიშვილი.
აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. ამას წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი განხილვა და არეულობა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.
საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:
- ჯო ბაიდენი — 306;
- დონალდ ტრამპი — 232.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
კონგრესში არჩევნების შედეგების განხილვას მშვიდად არ ჩაუვლია და ის კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრამ დროებით შეაჩერა. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დამტკიცება ჩვეულებრივი საპროცედურო სხდომაა, რომელიც ორიოდე საათს გრძელდება, თუმცა ვაშინგტონში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ სენატში სხდომა განახლდა. ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ქალს კაპიტოლიუმში პოლიციამ შეჭრის დროს ესროლა.
არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ორი ჰოსპიტალიზირებულია. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია. მათივე თქმით, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლის, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავენ.
წაშლილი პოსტებიდან ერთ-ერთი ტრამპი მხარდამჭერებს, მათ შორის კაპიტოლიუმში შეჭრილებს "განსაკუთრებულს" უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი უყვარს. მეორეში კი მათ საქციელს ამართლდება და აცხადებდა, რომ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნები წაართვეს. ტრამპის ეს განცხადებები ძალადობის წახალისებად შეფასდა.
გაიგეთ მეტი:
- კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს — მაიკ პენსი აშშ-ს მიმართავს
- ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: ის ისევ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და მხარდამჭერებს დაშლას ურჩევს
- ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
- დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი კაპიტოლიუმში შეჭრაზე
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები