ვწუხვარ, რომ მისი ბრძოლის შესახებ არ ვიცოდი — იან მაკკელენი ელიოტ პეიჯზე
ინგლისელმა მსახიობმა, იან მაკკელენმა, თავის ოსკაროსან კოლეგაზე, ელიოტ პეიჯზე, ისაუბრა, რომელმაც გასული წლის მიწურულს განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. წინა კვირას, ჟურნალ Attitude-სთვის მიცემულ ინტერვიუში მაკკელენმა 2006 წლის ფილმ X-Men: The Last Stand-ის გადაღებებზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა, სადაც, როგორც მსახიობი აღნიშნავს, პეიჯთან ურთიერთობა რთული იყო. მაკკელენი დასძენს, რომ იგი "ძალიან იმედგაცრუებულია" საკუთარი თავით, რადგან იმ დროისთვის პეიჯის იდენტობასთან ჭიდილის შესახებ არაფერი იცოდა.
"ძალიან მიხარია ელიოტის ამბავი. და, ამავდროულად, იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით, რომ ვერ შევნიშნე, რა სირთულესთან იყო დაკავშირებული მასთან ურთიერთობის უჩვეულობა", — აღნიშნავს მაკკელენი.
მსახიობმა გადასაღებ მოედანზე პეიჯთან ერთად ყოფნაც გაიხსენა, რომელიც ფილმში გმირ კიტი პრაიდის როლს ასრულებს. მაკკელენის თქმით, ელიოტი იმდენად ჩუმად საუბრობდა, რომ "ვერავინ იგებდა, რას ამბობდა".
"ამიტომ, მე ვუთხარი 'მოდი, რადგან ხმამაღლა საუბარი არ შეგიძლია, როცა ლაპარაკს მორჩები, ხელი ჩამოუშვი, რათა მივხვდე, რომ შენი ნაწილი დაასრულე'", — იხსენებს მაკკელენი, — "წლების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და უცებ ის ალაპარაკდა და მას ვეღარ შეაჩერებ. ყველაფერი გესმის და ახლა ის უკვე ელიოტია".
მაკკელენის თქმით, "ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება", როცა ადამიანი საკუთარ იდენტობას ამხელს, რადგან ეს თვითრწმენას ამტკიცებს.
"უმჯობესდება შენი ურთიერთობა მეგობრებთან და, თუ გაგიმართლა, ოჯახთანაც. ჩემს შემთხვევაში, და ალბათ ყველა შემთხვევაში, აუცილებლად იცვლება და უმჯობესდება შესრულების მანერაც".
გენდალფის როლის შემსრულებელმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ისაუბრა ღიად და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს ლგბტქ+ თემის უფლებებს. რამდენიმე წლის წინ მაკკელენმა ის ფაქტი გააპროტესტა, რომ, თუმცაღა "ჰოლივუდის ნახევარი გეია, მათ არასაკმარისად აჩვენებენ ფილმებში".
რაც შეეხება პეიჯს, მან საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, როცა სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვა განათავსა.
"გამარჯობა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ტრანსი ვარ, ჩემზე საუბრისას გამოიყენეთ ნაცვალსახელები he/they და მე მქვია ელიოტი. ძალიან გამიმართლა, რომ ამის თქმა შემიძლია — რომ აქ ვარ და ჩემს ცხოვრებაში აქამდე მოვაღწიე. უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ იმ შესანიშნავი ადამიანებისადმი, ვინც მთელი დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა".
პეიჯმა, რომელიც ნეტფლიქსის სერიალ The Umbrella Academy-ში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, საკუთარ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმ ტრავმასა და ძალადობას, რომლის გადატანაც ტრანსგენდერ ადამიანებს უხდებათ. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 40 ტრანსგენდერი მოკლეს, რომელთა უმეტესობაც შავკანიანი და ლათინური წარმოშობის იყო.
"მივმართავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ტრანსადამიანების ჯანდაცვის კრიმინალიზებას ცდილობს და ჩვენი არსებობის უფლებას უარყოფს, ასევე ყველა მასშტაბურ პლატფორმას, რომელიც ტრანსთემის მიმართ შუღლის თესვას განაგრძობს — თქვენ ხელები სისხლით გაქვთ მოსვრილი", — წერს ელიოტი, — "აგრეთვე მივმართავ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს, ვისაც ძალადობასთან, საკუთარი თავის მიმართ სიძულვილთან, ჩაგვრასთან და ძალადობრივ მუქარებთან გამკლავება ყოველდღიურად უხდება — მე თქვენ გხედავთ, მიყვარხართ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო".
სოციალურ ქსელს პეიჯი რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა საუკეთესო საჩუქარია. თავს გაუფრთხილდით და ერთმანეთს გვერდში დაუდექით", — მოუწოდა მან საკუთარ გამომწერებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები