"საერთო დღისწესრიგის მიღმა არ ვაპირებთ კონსულტაციებს" — ლელო ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.
"ცალკე, ამ საერთო დღისწესრიგის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე კონსულტაციების წარმოებას, ვინაიდან, ამის საჭიროება დღეს არ არსებობს", — განაცხადა საბა ბუაძემ.
ოპოზიციურ პარტიებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების ინიციატორები პარტიები — გირჩი და მოქალაქეები არიან. სწორედ ეს ორი პარტია განიხილავს აქტიურად იდეას, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის შესახებ. გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ლელოს გენერალურ მდივანთან, ბადრი ჯაფარიძესთან და ეს იდეა მათ არ უარყიათ.
"ქართულმა ოცნებამ ძალიან ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა ალეკო ელისაშვილს და მის მიერ შემოთავაზებულ ამ მოდელს და მათ თქვეს, რომ ამის განხილვა არ იქნება. შესაბამისად, ჩვენთვის ეს საკითხი არის დახურული", — განაცხადა საბა ბუაძემ.
გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე გუშინ, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.
მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.
იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
გაიგეთ მეტი:
- მელიამ ახალი თავმჯდომარე ვარ, პარტიაში რაღაცებია დასალაგებელი და თვის ბოლოს შევხვდეთო, პატიოსანი სიტყვაა — ელისაშვილი
- მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან — ხვიჩია ვაშაძის უარზე
- "ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში" — ვაშაძე გირჩსა და მოქალაქეებს ინდივიდუალურ ფორმატში არ შეხვდება
- ალბათობა, რომ "ოცნება" ამაზე წამოვიდეს ნულის ტოლია — ჯაფარიძე გირჩისა და მოქალაქების იდეაზე
- პლებისტიცი არის პლებისციტი და არჩევნები არის არჩევნები — უდუმაშვილი გირჩისა და მოქალაქეების იდეაზე
- პლებისციტის გარდა, ყველაფერი სხვა არის მოგონილი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის — ბოკერია
- "თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს, ეს იყოს პლებისციტი" — მოქალაქეები გირჩთან კონსულტაციას მართავს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები