აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის კვოტით შესულ დეპუტატს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა.
დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.
როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.
"რომ შემოვტრიალდი და დამხვდა შვილიშვილის ტოლა ბავშვი, მივხვდი, რომ ახლა იმაზე ხელის გასვრა არ შეიძლებოდა და მე საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ეს ზუსტად მოქალაქეებისა და ნაციონალური მოძრაობის სახეს აჩვენებს, როგორ უნდათ მათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მართონ", — განაცხადა ჩავლეიშვილმა On.ge-სთან.
დღეს, 23 იანვარს ირაკლი ჩავლეიშვილი მივიდა ბულვარში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე აპროტესტებდნენ. მას აქციის მონაწილეების ნაწილი დაუპირისპირდა.
"ამ პროექტისთვის რას აკეთებთ? სიტყვა უმაღლეს საბჭოში ამაზე გითქვამთ", — ჰკითხა ჩავლეიშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ჩავლეიშვილის თქმით, ბულვარში მშენებლობის გასაპროტესტებლად მივიდა.
"ბულვარის მიტაცება ამ ხელისუფლების დროს კი არ მოხდა, ყველა ხელისუფლების დროს მოხდა. ეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობს დროს. სად იყო ეს ხალხი მაშინ რომ აპრავებდნენ? მაშინაც ბულვარი იყო, ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომ აშენებდნენ და დღეს ხო ხედავთ. ყველა მთავრობა თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ბულვარის ოკუპაციაში", — უთხრა მან ბულვარში შეკრებილებს.
როგორც საბჭოს წევრი ამბობს, მას ნაციონალური მოძრაობის "სპეცრაზმი" დაუპირისპირდა. ხოლო ის ადამიანები, ვინც ბულვარის მიტაცება დაიწყო, მისი თქმით, ახლა ჩრდილში არიან.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები