სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ნავალნისა და აქციის მონაწილეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, გაათავისუფლონ საკუთარი საყოველთაო უფლების გამოყენების დროს დაკავებულები, ასევე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
"დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში და სარწმუნოდ ახსნას მის მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენება", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ გმობს რუსეთის რამდენიმე ქალაქში ამ შაბათ-კვირის მანძილზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეში და ულმობელი მეთოდების გამოყენებას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მოვლენებამდე რუსეთის მთავრობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ორგანიზატორების შევიწროებით, სოციალურ მედია პლატფორმაზე მუქარითა და პოტენციური მონაწილეების წინასწარი დაკავებით ცდილობდა.
"რუსეთის მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების აღკვეთის დიდხნიანი მცდელობა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაკავება და ამის შემდეგ დაძრული პროცესის ჩახშობა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური თავისუფლების შემდეგომი შეზღუდვების პირობას. რუსეთის მოქალაქეების უფლება მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არის დეკლარირებული არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ რუსეთის ეუთოსადმი მიცემულ ვალდებულებებში, ადამიანის უფელებების საყოველთაო დეკლარაციაში და მის საერთაშორისო ვალდებულებაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების მიმართ", — აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ადამიანების უფლებების დასაცავად იდგება საკუთარი მოკავშირეების და პარტნიორების გვერდით, სადაც არ უნდა დაემუქროს მას საფრთხე.
გარდა ამისა, 23 იანვარს, რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების მიმდინარეობის დროს, აშშ-ს საელჩომ ტვიტერზე დაწერა, რომ მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო რუსეთის ხელისუფლების ძალები ამის ჩახშობისკენაა მიმართული.
"რუსეთის ხელისუფლება აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. როგორც ჩანს, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩახშობისკენ მიმართული კამპანიაა", — ნათქვამია განცხადებაში.
ამას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც საელჩო საპროტესტო აქციების წახალისებაში დაადანაშაულა. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, საელჩომ დიპლომატიური ნორმები და წესები უგულებელყო.
რუსულ უწყებაში აშშ-ს ურჩევენ, საკუთარ საქმეებს მიხედონ, მათ შორის, მოაგვარონ ამერიკელ ხალხს შორის განხეთქილება. სამინისტროში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელობას დაჰპირდნენ, რომ სერიოზული საუბარი ელით.
"ამერიკული დიპლომატიის მცდელობები, რომელიც იგნორირებას უკეთებს ყველა წესს და ფაქტობრივად ახალისებს რადიკალურ ელემენტებს, განწირულია მარცხისთვის და ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, 323 იანვარს, რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა. დემონსტრანტებს "ომონი" ძალის გამოყენებით აკავებდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ჯამში დაკავებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი.
17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ის ძებნაში იყო.
მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. მისი სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა, რაც მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც. სასამართლოს პარალელურად მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამვლის შემდეგ გერმანიაში ცხოვრობდა. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.
11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
კომენტარები