ჩემი აზრით, კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ პატარა პარტიებს — ზარქუა ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პატარა ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ პარლამენტში შესვლა.
"თქვენ იცით, რომ დღეს უმრავლესობა ვიკრიბებით იმიტომ, რომ საბოლოო, შეჯერებული პოზიცია მივიღოთ. თქვენ იცით, რომ გაყოფილია აზრი უმრავლესობაში, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას [ოპოზიციის საპარლამენტო მანდატების], ნაწილი გაგრძელების მომხრეა.
ჩემი პირადი აზრია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით პატარა პარტიებს, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. თქვენ იცით, რომ პარლამენტი მრავალფეროვანი გახდა და დღეს დამატებით უფრო გახდება, მაგრამ, ის პატარა პარტიები, რომელთაც მისცა ხმა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ე.წ. ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ ქართული ოცნების ოფისში.
დღეს, დილიდან, ქართული ოცნების ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
გუშინ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.
დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები