საქართველოს პარლამენტმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც მანდატის გაუქმების მოთხოვნით თავად მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს, მანდატი არ შუჩერა.

მანდათი არ შეუწყდათ შემდეგ ოპოზიციონერებს: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანს, დავით ბაქრაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს, გიორგი გოდაბრელიძეს, რომან გოცირიძეს, ხატია დეკანოიძეს, ლევან ვარშალომიძეს, გიორგი ვაშაძეს, გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, ვახტანგ კიკაბიძეს, დავით კირკიტაძეს, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილს, პაატა მანჯგალაძეს, ნიკა მაჭუტაძეს, ნიკანორ მელიას, აკაკი მინაშვილს, ტარიელ ნაკაიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, გუბაზ სანიკიძეს, სულხან სიბაშვილს, ზაალ უდუმაშვილს, დავით უსუფაშვილს, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძეს, თამარ ჩარკვიანს, ემზარ ჩოჩელს, ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძეს, ანა წითლიძეს, დევი ჭანკოტაძეს, დილარ ხაბულიანს, მამუკა ხაზარაძეს, დავით ხაჯიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოს მოსაზრება გაიზიარა და გადაწყდა, რომ ოპოზიციის მანდატებზე კენჭისყრა გადაიდება.

გუშინ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.

აღსანიშნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.