მელაშვილს განზრახ დაატარებენ თავშეყრის ადგილებში, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს — ვოლსკი
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილს "განზრახ დაატარებენ" თავშეყრის ადგილებში, რომ "იქნებ ვინმემ მას შეურაცხყოფა მიაყენოს". ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"იქ ვამბობ, რომ ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი ჩნდება, იმისათვის, რათა იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს და ამ პროვოკაციაზე არ უნდა აჰყვეს საზოგადოება", — თქვა მან.
ეს მეორე განცხადებაა, რაც დეპუტატმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. ჟურნალისტებთან ასე განმარტა მან თავდაპირველი გამოხმაურება, რომელიც დღეს პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა. დეპუტატმა პირველი განცხადება იმიტომ განმარტა, რომ მისი თქმით, იგი "დაუმახინჯეს".
"გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება და ეს ემოციების შეჯახება ერთმანეთზე. თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები, მიწათმზომველები, თუ რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინო და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებზე, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს და იქნებ, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი მოელიან, იქნებ მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე, თუ ხელისუფლების არა, სასამართლოზე ზეწოლას დააბრალო. ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო", — განაცხადა მან პარლამენტის სხდომაზე.
გუშინ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. აღნიშნულს მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მშვენიერაძის განცხადებით, საკუთარი "პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ".
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები