"მოქალაქეების" მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის შეცვლაზე მდინარაძე მძიმე შეცდომას უწოდებს
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეცვლაზე საუბრით მძიმე შეცდომას უშვებენ.
"ვფიქრობ, როგორც ბატონი ელისაშვილი, ასევე, ბატონი იოსელიანი უშვებენ მძიმე შეცდომას. ისინი, ერთი მხრივ, საუბრობენ დემოკრატიისა და სამართლებრივ პრინციპებზე და მეორე მხრივ, კონკრეტულ გვარს ახსენებენ, როდესაც ვინმეს გარეშე ან ვინმესთან ერთად არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ. როდესაც კონკრეტული ადამიანი გარკვეული ვადით არის არჩეული და მისი თანამდებობა არჩევითია, სულ რომ წინათგრძნობა და ხილვა გქონდეს და გჯეროდეს, რომ ნამდვილია [ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით], არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არჩეული თანამდებობის პირია", — განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალურ, საოლქო და საუბნო დონეზე კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლაზე.
პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის მემორანდუმი 29 იანვარს გაფორმდა. სწორედ მის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, საარჩევნო ბარიერებს და ხმის მიცემის პროცესის ახალ ტექნოლოგიებზე გადაყვანას.
მემორანდუმთან დაკავშირებით დღეს, 8 თებერვალს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატების გარდა, მას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მათ აქვთ რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელიც დღეს გააჟღერეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები