საქართველოს ეკლესიის სინოდი დეკანოზ ილია ჭიღლაძის კრიტიკას "უკიდურესად შეურაცხმყოფელსა და ცილისმწამებლურს" უწოდებს.

როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ საკითხს შემდგომი რეაგირებისთვის სინოდალური კომისია შეისწავლის და მთავარეპისკოპოს ზენონის პოზიციას მოისმენს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძეს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურია, საპატრიარქოს მიმართ კრიტიკა არაერთხელ გამოუხატავს. იგი არ ეთანხმება, საპატრიარქოს განცხადებებს პანდემიისას ტაძრებში სიარულთან დაკავშირებით და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდა. ამასთან, დეკანოზმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიაში რუსული გავლენები ძლიერია.

სინოდის სხდომა 11 თებერვალს ჩატარდა. სხდომის განჩინება კი დღე-ნახევრის შემდეგ გამოაქვეყნეს. სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს, მათ შორის დავით გარეჯის, ვაქცინაციის, ბიბლიური თავისუფლებისა და მეუფე პეტრე ცაავას საკითხები.