გაერო 14 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოხატავს 14 წლის გოგოს გარდაცვალების გამო და მოზარდის გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს. მათივე განცხადებით, ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.
"ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში. აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ", — წერია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი, აგრეთვე, მხარს უჭერენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულებისა და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას უზრუნველყოფს.
"საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე, ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი. აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა მსგავსი ტრაგედიის განმეორება თავიდან ავიცილოთ და ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა უზრუნველვყოთ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც ასეთ ტრაგედიებს წარმოშობს.
11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. იმ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერი იყო თვითმკვლელობაზე.
დაკავებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს მუხლები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ობმუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.
15 თებერვალს 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალად წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები