კანონი უნდა იყოს ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ანაფორა აცვია, ვინ ძალადობს — ხაზარაძე
ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანაბარუფლებიანი, განურჩევლად მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა და ფიქრობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ძალადობა ან კანონდარღვევა ყველასგან მიუღებელია, მიუხედავად იმისა, აცვია თუ არა მას ანაფორა.
ლგბტქ ადამიანების უფლებების დარღვევასა და სასულიერო პირების მხრიდან გამოხატულ აგრესიაზე ხაზარაძემ პლატფორმა Clubhouse-ის ერთ-ერთ ოთახში პირდაპირი საუბრები მამუკასთან On.ge-ს კითხვის პასუხად ისაუბრა.
ჟურნალისტი: თუ თქვენ ხელისუფლებაში მოხვალთ, მზად ხართ თუ არა, რომ დაიცვათ ადამიანები განურჩევლად იმისა, რა მრწამსის ან ორიენტაციის არიან? მაგალითად, ყველაზე ცნობილი შემთხვევა რომ განვიხილოთ, დაისჯება თუ არა სათანადოდ მამაო, რომელიც "ტაბურეტკით" უზღუდავს ადამიანს გამოხატვის თავისუფლებას?
ხაზარაძე: ჩემთვის საქართველოში ადამიანი არის რელიგიური მრწამსის, ასე ვთქვათ, უმცირესობა თუ სექსუალური თუ ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ანაფორა აცვია, ბოდიში ყველასთან, არ მინდა ასე ვთქვათ, განზოგადებულად ვთქვა, ან ვიღაცა ძალადობს, ნებისმიერი კანონდარღვევა უნდა იქნას დასჯილი.
2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სასულიერო პირებმა, მრევლთან ერთად, ჰომოფობიური აქცია გამართეს. ისინი ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი და დაარბიეს მშვიდობიანი მოქალაქეები. ერთ-ერთი სასულიერო პირი კი, მოქალაქეებს "ტაბურეტკით" მისდევდა და აგინებდა.
აქტივისტები ტერიტორიას პოლიციამ განარიდა. თუმცა მრევლს ალყა ჰქონდა შემორტყმული იმ სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებზეც, რომლებშიც ისინი ისხდნენ.
დღემდე, ლგბტ ადამიანებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ და ეს ყველაზე ცხადად ჩანს 17 მაისს. მშვიდობიან მოქალაქეებს სახელმწიფო პროტესტის გამოსახატად ან შემოსაზღვრულ ტერიტორიას, ან დახურულ სივრცეს სთავაზობს, თუმცა ვერც ასეთ დროს უზრუნველყოფს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფს, ღირსების მარშის უსაფრთხოების დაცვაზე ღია სივრცეში.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
კომენტარები