რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ისევ ჩაიშალა. მიზეზი ახლაც იგივეა რაც ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლს 24 თებერვალს იყო — კვორუმის არარსებობა. კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, კენჭისყრაზე 42 ხმა დაფიქსირდა, რაც არ არის საკმარისი ახალი პრეზიდენტის ასარჩევად.
არჩევნებში ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას. მან თქვა, რომ ჰქონდა კენჭისყრის ასე დასრულების მოლოდინი, ამიტომ, სარაგბო კლუბებს წინასწარ სთხოვა მისთვის მხარი დაეჭირათ.
"წინასწარ ვთქვი, ჩემი თხოვნაც გავუგზავნე კლუბებს, რომ არ დავკარგოთ ის ორი კვირა იმისთვის, რომ განმეორებითი [არჩევნები] ჩატარდეს. ხმათა უმრავლესობა მაქვს. ავუხსენი, რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ დროის განმავლობაში კლუბებში პრობლემებია, ნაკრებს თამაშები აქვს და ნუღარ დავკარგავდით დროს. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს", — განაცხადა სოსო ტყემალაძემ.
დღეს, რაგბის კავშირში იმყოფებოდა ირაკლი აბუსერიძე, რომელიც გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში აირჩიეს კავშირის პრეზიდენტად, თუმცა საჯარო რეესტრმა იგი არ დაარეგისტრირა.
"მოვიგეთ, გავიმარჯვეთ სრულიად ლეგიტიმურად. დღეს ის ხალხი არიან, რომლებმაც 30 დეკემბერს თავისი ხელით, თავისი გადაწყვეტილებით ჩანიშნეს არჩევნები. როცა აგებდნენ, მაგის მერე დაიწყეს უკვე საუბარი არალეგიტიმურობაზე", — განაცხადა აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა. რეესტრის განმარტებით, არჩევნები კავშირის ბოლო კრებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან, 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო. რეალურად კი იგი 10 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს გაიმართა. გარდა ამისა, მათ ირაკლი აბუსერიძეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.
მიმდინარე წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას.
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, მომდევნო ყრილობა 10-დან 30 დღის შუალედში უნდა ჩატარდეს. ზუსტად როდის გაიმართება კავშირის პრეზიდენტის ახალი არჩევნები ჯერჯერობით უცნობია.
გაიგეთ მეტი:
- რეესტრმა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
- რატომ არ არეგისტრირებენ აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად — რეესტრის განმარტება
- კანდიდატის რეგისტრაცია რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა — იუსტიციის სამინისტრო მათთან აქციის გამართვას "უსაფუძვლოდ" მიიჩნევს
- იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია იმართება
- საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა
- რაგბის კავშირის პრეზიდენტად "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს
- რაგბის კავშირმა გამგეობის სხდომა პრეზიდენტობის კანდიდატების გარეშე მოიწვია — არჩევნები კვლავ გადაიდო
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები