პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო და პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ ჩვენ წინააღმდეგ — აქტივისტების წერილი მიშელს
სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერეს, სადაც საუბრობენ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე პოლიტიზებულ სასამართლოსა და აქტივისტებისთვის ხელის შეშლაზე. ისინი მიშელს სთხოვენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის ხელის შესაშლელად.
"2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე პოლიციამ დააკავა ასობით სამოქალაქო აქტივისტი მშვიდობიანი პროტესტის დროს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოლიცია თითქმის ყოველ დღე აკავებდა სამოქალაქო აქტივისტებს შეკრების უფლებისა და საპროტესტო კარვების დადგმისთვის
მთავრობის რეპრესიები სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ხორციელდება პოლიტიზებული სასამართლოს დახმარებით", — ვკითხულობთ აქტივისტების წერილში.
წერილში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად იბრძვის სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და არ აკავებს კრიმინალებს, რომლებიც მათ გამოხატვის თავისუფლებაში უშლიან ხელს.
"ჩვენ გვჯერა, რომ თავდამსხმელები, პოლიცია, მმართველი პარტია, სასამართლო და პროკურატურა მოქმედებენ კოორდინირებულად სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.
გთხოვთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები საქართველოში რეპრესიებისთვს ხელის შესაშლელად", — ვკითხულობთ წერილში.
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარონ კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაში.
"ჩვენი მოთხოვნა არის მარტივი — შეწყდეს პოლიტიკური დევნა მშვიდობიანი პროტესტანტების. იმიტომ, რომ ჩვენ აქციებზე გვაკავებენ მაშინ, როდესაც არაფერს არ ვაშავებთ რეალურად და ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ასე ექცევიან არა ევროპაში პროტესტანტებს, არამედ რუსეთში და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში. ამიტომაც, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნირებს, დაგვეხმარონ ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში", — განაცხადა ფავლენიშვილმა.
წერილის ავტორები არიან:
- მოძრაობა საქართველოსთვის;
- მოძრაობა სირცხვილია;
- მოძრაობა შეცვალე;
- სამოქალაქო პლატფორმა გხედავ;
- მოძრაობა მე მიყვარს ბათუმი;
- მოძრაობა იმოქმედე
- სამოქალაქო მოძრაობა — დემოკრატიული საქართველოსთვის;
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და დღეს, დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. შარლ მიშელი შეხვდა ოპოზიციონერ ლიდერებსაც.
გაიგეთ მეტი:
- ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს მოდერატორობაში — ხაზარაძე მიშელთან შეხვედრაზე
- "თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა მხარს უჭერს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას" — მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
- მელიას და რურუას გათავისუფლება იქნებოდა პირველი ნაბიჯი მოლაპარაკების განახლებისთვის — სამადაშვილი
- გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც — მიშელი
- შევთანხმდით, რომ ქვეყანას სჭირდება შერიგება — ზურაბიშვილმა და მიშელმა პოლიტიკური ვითარება განიხილეს
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები