ლუკაშენკოს მხარდამჭერი ბენდის ევროვიზიაზე გაგზავნას ფანების პროტესტი მოჰყვა
ევროვიზია 2021-ის გარშემო შექმნილი ხმაური კვიპროსის შემდეგ ბელარუსით გრძელდება.
9 მარტს ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BTRC-მა, ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად ჯგუფი Galasy ZMesta დაასახელა. ბენდმა როტერდამში დაგეგმილ სიმღერის კონკურსზე სიმღერა Ya Nauchu Tebya ("მე შენ გასწავლი") უნდა შეასრულოს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტსივრცეში ბენდის და ამ სიმღერის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე წარდგენას კონკურსის ფანებისგან პროტესტი მოჰყვა.
ბენდი მათი პოლიტიკური პოზიციის გამო გააკრიტიკეს, რომელიც, ევროვიზიის მიმომხილველი მედიაგამოცემების თქმით, სიმღერაშიც აისახა. Galasy ZMesta-ს წევრი მუსიკოსები ათი წლის წინ შეიკრიბნენ, თუმცა, ახალი პროექტი 2020 წლის აგვისტოში დაიწყეს, როცა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
ახალი პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმღერები სარკასტულია. Deutsche Welle-ს ცნობით, კომპოზიციების ტექსტები "პირდაპირ ან ირიბად აკრიტიკებს ბელარუსის ხელისუფლების ოპონენტებს, მათ შორის სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს. სარკაზმნარევი კრიტიკა ეხება საპროტესტო მოძრაობასა და აქციებს, ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად მიმავალ სტუდენტებს და პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერასაც".
აღსანიშნავია, რომ საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციას მუსიკალური ჯგუფი ოფიციალურადაც იცავს. ბენდის იუთუბარხზე აღნიშნულია, რომ "შეუძლებელია, ინდიფერენტულად განეწყონ, მაშინ, როცა ქვეყანას, რომელიც უყვართ და რომელშიც ცხოვრობენ, სხვები ანადგურებენ".
ბენდის მონაწილეობა ამ სიმღერით რომ ევროვიზიის წესებს არღვევს, კონკურსის მიმომხილველმა ვებგამოცემებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს შეახსენეს, რომელიც მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.
განახლება: სტატია გამოქვეყნდა მაუწყებელთა კავშირის ოფიციალურ განცხადებამდე სამი საათით ადრე. როგორც ბოლო ინფორმაციით გახდა ცნობილი, ორგანიზატორებმა ბელარუსის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისწერეს და სთხოვეს, შესაბამისი ღონისძიებები მიეღოთ: შეცვალონ უკვე არსებული სიმღერა, ან აირჩიონ ახალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა, შესაძლოა, წლევანდელ კონკურსს გამოეთიშოს. მაუწყებელთა კავშირის თქმით, სიმღერა, იმ ფორმით, რომლითაც ახლა არსებობს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროვიზიის არაპოლიტიკურობას. საკონკურსო სიმღერის ვიდეო წაშლილია ევროვიზიის ოფიციალური იუთუბარხიდანაც.
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ევროვიზიის მიმომხილველმა გამოცემამ, Eurovoix-მა, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ, თუმცაღა მათი, როგორც ჟურნალისტების ვალდებულება ბელარუსის კონკურსზე მონაწილეობის გაშუქებაა, ისინი უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე, მანამ, სანამ მაუწყებელთა კავშირი შესაბამის ზომებს არ მიიღებს.
"ბელარუსი ხალხი არ იმსახურებს ისეთი სიმღერით წარდგენას, რომელიც მათ ძალადობრივი დიქტატურის 'დაკრულზე ცეკვისკენ' მოუწოდებს", — წერია მედიაგამოცემის განცხადებაში, — "ასევე დაუშვებელია, ქვეყნის სახელით იმღეროს ტრანსფობიურმა ჯგუფმა, რომელიც უკანონო პრეზიდენტს მხარს უჭერს".
პროტესტს გამოეხმაურა ევროვიზიის კიდევ ერთი მიმომხილველი ვებგამოცემა, Escxtra და მაუწყებელთა კავშირს წესების აღსრულებისკენ მოუწოდა.
"რადგან საკონკურსო სიმღერის ტექსტი იდიომატური მინიშნებაა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პროტესტსა და 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებზე, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დისკვალიფიკაცია უნდა მისცეს ბელარუსს წლევანდელ ევროვიზიაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2009 წელს", — აღნიშნულია განცხადებაში.
"საქართველოს შემთხვევაში" 2009 წელს, ქართველი კონკურსანტების — სტეფანე და 3G-ის — მონაწილეობა იგულისხმება, რომელსაც მოსკოვში გასამართავ ევროვიზიაზე სიმღერა We don't wanna put in უნდა შეესრულებინა. მაშინ საქართველოს დისკვალიფიკაცია არ მიუღია — მაუწყებელთა კავშირმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სიმღერის ტექსტის შეცვლა სთხოვა, რადგან მისამღერში გაჟღერებული ფრაზა რუსეთის მაშინდელი პრემიერმინისტრის, ვლადიმერ პუტინის გვარს ჰგავდა. საქართველომ ამ შეთავაზებაზე უარით უპასუხა და კონკურსი დატოვა.
მედიაგამოცემების პოზიციას, როგორც ჩანს, ევროვიზიის ფანების უმეტესობაც იზიარებს. კონკურსის იუთუბარხზე განთავსებულ ვიდეოს წაშლამდე 46 ათასი "დისლაიქი" ჰქონდა, 7 ათასამდე "მოწონების" საპირწონედ. ქვეყანა ბოლო ადგილს იკავებს ფანების აპლიკაციის რეიტინგშიც.
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 18, 20 და 22 მაისს, როტერდამში გაიმართება.
ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანას კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს, საკუთარი სიმღერით You.
სიმღერისა და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერა მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, თუმცა, კომპოზიციის თიზერის მოსმენა უკვე შეგიძლიათ იუთუბზე.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები