ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის ფინალი მოიგო. მან მოწინააღმდეგე რობერტო ბაუტისტა აუგუტი 2 სეტში დაამარცხა.

მანამდე ბასილაშვილმა 11 მარტს ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა გასული წლის 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.