გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე რუსთავი 2-ში დაბრუნდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს არხის დირექტორმა, პაატა სალიამ დაუდასტურა.

"რამდენიმე დღეა უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ორივე არიან ჩვენი თანამშრომლები. გიდასტურებთ იმას, რომ Prime Time-მა და რუსთავი 2-მა შევქმენით ჰოლდინგი. ჩვენი თანამშრომლებს გავაცანით ეს ინფორმაცია და უკვე ჰოლდინგი გააგრძელებს, ფაქტობრივად, რუსთავი 2-ის სახელით მაუწყებლობას. ყველა სამართლებრივი ზომა მიღებულია და ბიჭებიც არიან ჰოლდინგის თანამშრომლებიც, ისევე, როგორც ყველა ჩვენ", — თქვა მან.

ჯერ კიდევ 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის კლების გამო რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროექტების მენეჯერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია იმედზე 2017 წელს გადავიდნენ. საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ფლობენ კომპანია ნოვა პროდაქშენს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობს.