წინასწარი შეფასებით, დაძრული მასა ნახევარი მილიონი კუბური მეტრია, გაჩერება წარმოუდგენელია — სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი, რომლის ამსახველი ფოტოებიც 17 მარტს ფორუმზე გავრცელდა, მინიმუმ, რამდენიმე კვირის იქნება. მისი თქმით, დაძრული მეწყერის გაჩერება წარმოუდგენელია. ამის შესახებ მან On.ge-ს ესაუბრა.
"რაც ადგილზე ვნახეთ, ეს მეწყერი გუშინ არ ჩამოწოლილა, იმიტომ, რომ ადგილზე ვნახეთ კვალი, ჯგუფებს აქვთ იქ ნამუშევარი, ჩარჭობილია მარკერები, რომ როგორც ჩანს, დაეთვალათ გადაადგილების სიჩქარე. აქ საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე კვირაზე. თითონ, რაც სოციალური ქსელის ფოტოებზე ვნახეთ ეს დაძრული მასა, ასე წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. რისი გაჩერებაც წარმოუდგენელია და ან ჩამოვა, ან ჩამოსაყვანია ხელოვნურად. ანუ, რომ ჩამოვა, ეს ცხადია და თუ ვინმე დაასწრებს და ჩამოიყვანს, ეს მეორე საკითხია", — გვითხრა მან.
მისი თქმით, მეწყერის ვიზუალურად გააქტიურებული სეგმენტის ჩამოსვლის შემდეგ, კითხვის ნიშანი ჩნდება მის ზემოთ არსებულ ფერდზე.
"არაა გამორიცხული, ისიც იყოს დღეს აქტიური, უბრალოდ ვიზუალურად არ ეტყობა. ამის გამო, ჩვენ დავიწყეთ და უკვე დაწყებულია სამუშაო, რომ მოხდეს დღეს ვიზუალურად სტაბილურ მდგომარეობაში არსებული ფერდის სიჩქარის დათვლა, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავთ, ისიც გადაადგილდებოდეს, უბრალოდ ვიზუალურად არ აღიქმებოდეს", — თქვა სუხიშვილმა.
სუხიშვილის განცხადებით, გარდაუვალია უკვე დაძრული მასა, არ ჩამოვიდეს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მარკერები, რომელიც ადგილზეა განთავსებული, დეფორმირებულია მათი განთავსების შემდეგ.
მეწყერზე 17 მარტს ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. კალაძის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები