ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ, თავისი პოტენციალი მოახმარონ კეთილ საქმეს — კახაძე გახარიაზე
ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, იგი, როგორც პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე, ყოველთვის მოხარული იქნება, რომ ქვეყნის სამსახურში გამოცდილი ადამიანები ჩადგნენ. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა და ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
"ადამიანმა დააგროვა და ყველა ადამიანი აგროვებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას პროფესიულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ასპარეზზე და ეს გამოცდილება მას საშუალებას აძლევს განკარგოს შეძენილი ცოდნა თავის და ქვეყნის სასარგებლოდ, ყველას აქვს არჩევნის უფლება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ თავისი პოტენციალი მოახმარონ კეთილ საქმეს, თავის ქვეყანას.
მე ვარ მონაწილე ამ პოლიტიკური პროცესების და ყოველთვის მოხარული ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში გამოცდილი ადამიანების ჩადგომის, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა სწავლობს დემოკრატიის ახალ პრინციპებს, დიდი გამოწვევები გვაქვს და ჩემთვის მთავარია, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ", — თქვა კახაძემ.
პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პირველად განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
"რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — განაცხადა გახარიამ.
18 თებერვალს, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
გახარიას გადადგომამდე ხმები მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა გადადგომამდე 6 დღით ადრე მან განაცხადა, რომ არსად მიდის და ჯერჯერობით "მოდის".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები