ბელარუსმა ევროვიზია 2021-ზე დისკვალიფიკაცია მიიღო
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბელარუსი მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა 26 მარტს მიიღო.
მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორია, აცხადებს, რომ ბელარუსმა ვერ მოახერხა, გახანგრძლივებულ ვადაში ახალი და წესებისთვის შესაფერისი საკონკურსო სიმღერა შეექმნა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ ბელარუსის მაუწყებელს თავდაპირველად წარდგენილი სიმღერა, მისი პოტენციურად პოლიტიკური შინაარსის გამო, დაუწუნა და ახალი სიმღერის შერჩევა შესთავაზა.
"10 მარტს, ჩვენ მივწერეთ ბელარუსის საზოგადოებრივ მაუწყებელს თხოვნით, რომ ყველა საჭირო ზომა მიეღო და წლევანდელი ღონისძიების მონაწილე კონკურსის წესების დაცვით შეერჩია", — წერია მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში, — "ბელარუსის მაუწყებელმა იმავე მონაწილის მიერ შესრულებული ახალი სიმღერა დათქმულ ვადაში წარმოადგინა, რომელიც ჩვენ, საინიციატივო ჯგუფთან და კონკურსის სამეურვეო საბჭოსთან ერთად ყურადღებით შევაფასეთ — თუ რამდენად იყო მონაწილეობისთვის შესაფერისი. საბოლოოდ, მივიჩნიეთ, რომ ახალი სიმღერაც არღვევდა კონკურსის წესებს. რადგან ბელარუსის მაუწყებელმა ვერ მოახერხა, გახანგრძლივებულ ვადაში შესაფერისი სიმღერის შერჩევა, ქვეყანა 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას არ მიიღებს".
ბელარუსმა მონაწილე თავდაპირველად 9 მარტს, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა. მაუწყებელმა ქვეყნის წარმომადგენლად ჯგუფი Galasy ZMesta დაასახელა, რომელსაც ბელარუსი სიმღერით Ya nauchu tebya ("მე შენ გასწავლი") უნდა წარედგინა.
გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა კონკურსის ფანების და ვებგამოცემების პროტესტი. მათი თქმით, ბელარუსი ხალხი "არ იმსახურებდა ისეთი სიმღერით წარდგენას, რომელიც მათ ძალადობრივი დიქტატურის 'დაკრულზე ცეკვისკენ' მოუწოდებს". კრიტიკა მიემართებოდა ბენდის ღია პოლიტიკურ პოზიციას — მხარდაჭერას ლუკაშენკოს რეჟიმისადმი. ამასთან, Galasy ZMesta-ს სარკაზმნარევი ქილიკი ეხებოდა საპროტესტო მოძრაობასა და აქციებს, ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად მიმავალ სტუდენტებს და პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერასაც.
ევროვიზიის ფანები ირწმუნებოდნენ, რომ ეს დამოკიდებულებები ასახული იყო ბენდის საკონკურსო სიმღერაშიც, რის გამოც ბელარუსის კომპოზიცია ჯერ ფანების აპლიკაციაში აღმოჩნდა ბოლო ადგილზე, შემდგომ კი დამოკიდებულება იუთუბარხზე განთავსებულ ვიდეოს შეფასებაზეც აისახა — მას წაშლამდე 46 ათასი "დისლაიქი" ჰქონდა, 7 ათასამდე "მოწონების" საპირწონედ.
რა მოხდა ბელარუსში?
აგვისტოს თვეში ჩატარებულ არჩევნებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. ოპოზიციის მთავარი ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, მან ხმების 60-დან 70 პროცენტამდე მიიღო, თუმცა, იგი არჩევნებიდან მალევე აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა და მეზობელი ლიეტუვისთვის შეეფარებინა თავი.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 26 წელია, ბელარუსის პრეზიდენტია, არ გადადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ-ის მთავრობა ოპოზიციას დაეთანხმა და აღიარა, რომ აგვისტოს არჩევნები ქვეყანაში არაკეთილსინდისიერად ჩატარდა, ლუკაშენკომ მოწოდებები უგულებელყო და განმეორებითი არჩევნების დანიშვნაზეც უარი თქვა. ამასთან, უარი თქვა პოლიციის მიერ მოქალაქეებისადმი განხორციელებული ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც. დემონსტრაციებზე კი ათასობით ადამიანი დააკავეს.
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 18, 20 და 22 მაისს, როტერდამში გაიმართება. ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 39 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანას კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს, საკუთარი სიმღერით You.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები